შოთა კაკაბაძე

შოთა კაკაბაძე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსია. იგი არის ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი) ფილოსოფიის დოქტორი პოლიტიკის მეცნიერებებში. მას ამავე უნივერსიტეტში მიღებული აქვს ევროკავშირი-რუსეთის კვლევების მაგისტრის ხარისხი. სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობის პერიოდში, შოთა ასევე იყო შვედეთის ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი რუსეთისა და ევრაზიის კვლევების ინსტიტუტში (უფსალას უნივერსიტეტი) და საერთაშორისო ურთიერთობების უმცროსი მკვლევარი იოჰან შუტეს სახელობის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში (ტარტუს უნივერსიტეტი). მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ეროვნული იდენტობის დისკურსებს, საგარეო პოლიტიკას, აღმოსავლეთ პარტნიორობას. შოთას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე აკადემიური ნაშრომი და წიგნის თავი (book chapter) საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული იდენტობის ურთიერთდამოკიდებულებაზე.