17/10/2018 magda

საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში: 10 წელი ბუქარესტის სამიტის შემდეგ

პროექტის ხანგრძლივობა: 2018-09-01 || 2018-11-01

სტატუსი: 1

დონორი: ნატო-ს სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტი

ბიუჯეტი: 9,995 EUR

 

პროექტის შესახებ

პროექტის მიზანია, ოთხი სოციალური ვიდეორგოლის მეშვეობით, ხელი შეუწყოს, მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდას ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ნატო-ში ინტერგარციის გზაზე მიღწეული წინსვლის შესახებ. პროექტს ყავს ორი მთავარი სამიზნე ჯგუფი: მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისადმი, და ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, თუმცა შესაძლოა სკეპტიკურად უყურებდეს ამ პროცესს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) არ ქონის გამო. შესაბამისად, პროექტის მიზანია, აჩვენოს რა მატერიალური და არამატერიალური სარგებელი მოუტანა საქართველოს მოქალაქეებს მიღწეულმა პროგრესმა.

რის გაკეთებას ვგეგმავთ

ვიდეომასალების მომზადება ბოლო ათი წლის განმავლობაში ნატო–საქართველოს თანამშრომლობის უმთავრესი ასპექტების შესახებ – პროექტის გუნდი ჩაატარებს კვლევას, ვიდეოებისთვის თანამშრომლობის ოთხი მთავარი სფეროს შესარჩევად. მკვლევარები ჩაატარებენ სამაგიდო კველავასა და ინტერვიუებს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, ასევე უსაფრთხოების ექსპერტებთან. მოპოვებული ინფორმაცია შემდეგ გამოყენებული იქნება ვიდეორგოლებში. ვიდეორგოლები გავრცელდება როგორც ტელევიზიით ასევე ონლაინ მედია სააგენტოებისა და სოციალური მედიის მეშვეობით.

ნატო–საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ვიდეორგოლების პრეზენტაცია – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) პროექტის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლების წარსადგენად გამართავს ღონისძიებას. ღონისძიება ჩატარდება ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში და თავს მოუყრის ექსპერტთა ჯგუფს, სამოქალაქო საზოგადოებას, საჯარო მოხელეებსა და მედიას. ასევე, მოწვეულნი იქნებიან საქართველოში მოღვაწე დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტის სპონსორია

, , , , , , , ,