05/10/2019 magda

ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობები ვიზის ფასილიტაციისა და ლიბერალიზაციის ფარგლებში

Authors


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2019-10-05 12:27:53

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიღება როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის, ისე სომხეთის მთავრობის 2019 წლის პროგრამის ძირითად მიზანს წარმოადგენს. ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების ბოლო ეტაპი – სავიზო დიალოგი ევროკავშირსა და სომხეთს შორის – ჯერ კიდევ არ დაწყებულა. სომხეთი და ევროკავშირი სომხეთიდან არალეგალური მიგრაციის მაღალი რისკის წინაშე დგანან. ევროკავშირი სომხეთის მთავრობისგან მოელის დემოკრატიული რეფორმების გატარებისათვის ძლიერ პოლიტიკურ ნებას და მიგრაციის მართვის, რეადმისიის, დოკუმენტების უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებების გაუმჯობესებას.

წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია სომხეთის სახელმწიფო უწყებების მთავარი მიღწევები, მაგალითად ევროკავშირსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა მობილობისა და საზღვრის მართვის სფეროებში, ასევე 2014 წლის ვიზის ფასილიტაციისა და რეადმისიის შეთანხმებების რატიფიკაცია. დოკუმენტი დეტალურად აღწერს ვიზის ფასილიტაციის შეთანხმებით უზრუნველყოფილ უფლებებსა და სარგებელს სომხეთის მოქალაქეებისთვის. ნაშრომში ხაზგასმულია ბიომეტრულ პასპორტებზე სრულად გადასვლასთან, მონაცემთა დაცვასთან და რეადმისიასთან დაკავშირებული მთავარი საკითხები. დოკუმენტი ეფუძნება შენგენის ვიზის გაცემისა და საზღვარზე დაშვების უარის მაჩვენებლების სტატისტიკურ მონაცემებს დროთა განმავლობაში, ასევე სომხეთის მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადებების რაოდენობას. დასასრულს, დოკუმენტში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც სომხეთის მთავრობას დაეხმარება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიღებაში.

მიმომხილველი და საერთაშორისო კონსულტანტი:

  • ალექსანდრა შტიგლმაიერი – უფროსი ანალიტიკოსი ბრიუსელში, ევროპული სტაბილურობის ინიციატივა (ESI).

 ავტორი:            

  • დოქტ. სტეფან გრიგორიანი – საბჭოს თავმჯდომარე, გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრი (ACGRC, სომხეთი).

 

წინამდებარე პუბლიკაცია შემუშავდა პროექტის „საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთს შორის გამოცდილების გაზიარების გზით ვიზალიბერალიზაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP, საქართველო) ევროპული პოლიტიკის და რეფორმის ინსტიტუტთან (IPRE, მოლდოვა) და გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკურ ცენტრთან (ACGRC, სომხეთი) ერთად.

პუბლიკაცია შემუშავდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. შინაარსზე პასუხისმგებელია სტეფან გრიგორიანი და ის შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის მოსაზრებებს.

, , , , , , , , , , , ,