Author

11/07/2024 თათია დოლიძე

ცვლილებები უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმში: შედეგები საქართველოსთვის და რეაგირების სტრატეგია

გაეცანით ნაშრომს

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
11-07-2024

ევროკავშირის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი არის მარეგულირებელი ინსტრუმენტი, შექმნილი იმის უზრუნველსაყოფად, რომ მესამე ქვეყნები, რომლებიც სარგებლობენ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით, იცავდნენ დათქმულ პირობებს. ევროკომისიამ ახლახან  წარმოადგინა ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს  შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისათვის უფრო მაღალი სტანდარტის დაწესებით, მისი ეფექტურობის გაძლიერებას. წარმოდგენილი პოლიტიკის ნარკვევი აფასებს შემოთავაზებული ცვლილებების პოტენციურ ზეგავლენას საქართველოზე.

ევროკავშირის წევრი შენგენის 25 ქვეყნის ევროსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, ეს დოკუმენტი აანალიზებს თავშესაფრის განმცხადებლების, შესვლაზე უარების შემთხვევებისა და შენგენის ზონაში უკანონოდ ყოფნის სტატისტიკას. ხი-კვადრატის ტესტი ადარებს საქართველოს მონაცემებს როგორც არსებულ, ისე ახლად შემოთავაზებულ ზღვრებს და ავლენს  ვიზის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების მნიშვნელოვნად გაზრდილ ალბათობას ახალი კრიტერიუმების მიხედვით ოთხი კატეგორიიდან სამში. რაც შეეხება შეჩერების გაფართოებულ კრიტერიუმებს, ევროკომისიის ვიზის შეჩერების მექანიზმის უახლესი ანგარიშისა და ქვეყანაში განვითარებული ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების შეფასების საფუძველზე, ნაშრომში მათ განსაზღვრავს საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად, განსაკუთრებით საგარეო ურთიერთობების, ფუნდამენტურ უფლებებისა და ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

საქართველოს ხელისუფლების მიმართ რეკომენდაციები ხაზს უსვამს დაუყოვნებელი და მიზანმიმართული ქმედებების საჭიროებას ვიზის შეჩერების მექანიზის განახლებულ სტანდარტებთან შესატყვისობის უზრუნველსაყოფად. ეს გულისხმობს, დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერებას, საკამათო კანონების გადახედვას, მონიტორინგის და ანგარიშგების სისტემების გაძლიერებას, ცნობიერების ამაღლების კამპანიის ჩატარებას, სასაზღვრო კონტროლის გაუმჯობესებასა და სავიზო პოლიტიკების შესაბამისობაში მოყვანას.

საკვანძო სიტყვები: უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი; ევროკავშირის სავიზო პოლიტიკა; შენგენის ზონა; საქართველო; უვიზო მიმოსვლა; არარეგულარული მიგრაცია.

პოლიტიკის ნარკვევი #61 | ივლისი 2024

ეს პუბლიკაცია მომზადდა REUNIR პროექტის ფარგლებში. REUNIR პროექტმა მიიღო დაფინანსება ევროკავშირის ჰორიზონტ ევროპის კვლევისა და ინოვაციების პროგრამიდან საგრანტო ხელშეკრულების № 101132446 ფარგლებში. თუმცა, გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორ(ებ)ს და არ ასახავს ევროკავშირის ან ევროპის კვლევის აღმასრულებელი სააგენტოს შეხედულებებს. არც ევროკავშირი და არც მიმღები ორგანო არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი მათზე.
© Photo cover: The Information Center on NATO and EU
, , , , , ,