2016-12-22 19:31:08
ინტერვიუს უძღვება ჯოსეფ ლარსენი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანალიტიკოსი.
ინგლისურიდან თარგმნა იოსებ ჟორჟოლიანმა.
„პირველი რესპუბლიკა გვახსენებს ისეთ დესტაბილიზაციას, რომელიც, შესაძლოა, ქართველების საკუთარი შეცდომებით იყოს გამოწვეული.”
პროფესორი სტივენ ჯონსი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ერთ-ერთი საყოველთაოდ აღიარებული ექსპერტია. 1989 წლიდან, ჯონსი მასაჩუსეტსის შტატში, კერძოდ კი „მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯში“ მუშაობს. ამ დროის განმავლობაში, მან არაერთი სტატია თუ წიგნი გამოსცა საქართველოს ისტორიისა და პოლიტიკის შესახებ. მისი წიგნი “საქართველო: დამოუკიდებლობის პოლიტიკური ისტორია”, აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ავტორიტეტული ნამუშევარი საქართველოს უახლეს ისტორიაზე. მის აკადემიურ კარიერასთან ერთად, ჯონსს არაერთხელ უთანამშრომლია საქართველოს საკითხებზე, როგორც ამერიკის ელჩებთან საქართველოში ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან.
პროფესორი ჯონსი დიდი სიამოვნებით დათანხდა ჩვენთან ინტერვიუს 2016 წლის დეკემბერში და განიხილა არაერთი საინტერესო საკითხი, როგორებიცაა: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში; „ბრექზითისა“ და დონალდ ტრამპის გამარჯვების მნიშვნელობა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მიზნებისთვის; მან ასევე ისაუბრა იმ ისტორიულ გაკვეთილებზე, რომლებიც საქართველომ რუსეთის იმპერიიდან გამოსვლის შემდეგ, დაახლოებით ერთი საუკუნის წინ მიიღო.