პროექტის ხანგრძლივობა: 2013-06-01 || 2013-10-01
სტატუსი: 0
დონორი: International Republican Institute (IRI)
Budget: 49,800 USD
2013 წელი
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დახმარებითა და თანამშრომლობით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი აცხადებს აპლიკაციების მიღებას იმერეთისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონების აქტივისტების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისთვის, რათა მიიღონ მონაწილეობა ახალგაზრდა პოლიტიკოს ლიდერთა სკოლაში (YPLS).
YPLS-ის მიზანია პოლიტიკით/პოლიტიკური პარტიებით, არასამთავრობო სექტორითა და ადგილობრივი ხელისუფლებით დაინტერესებული აქტიური ახალგაზრდებისთვის საჯარო პოლიტიკისა და პოლიტიკური პროცესების სხვადასხვა ასპექტების შესახებ მიმართულებების უზრუნველყოფა.
პროგრამის აღწერა:
ახალგაზრდა პოლიტიკურ ლიდერთა სკოლის მიზანია გაზარდოს იმ ახალგაზრდათა რიცხვი, რომლებიც საქართველოს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე იქნებიან პოლიტიკური პროცესების ეფექტური მონაწილეები. ექვსკვირიანი სემინარების განმავლობაში YPLS-ის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაიღრმავონ ცოდნა პოლიტიკური პროცესების შესახებ, მიიღონ სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივიზმისთვის საჭირო უნარები და ჩამოაყალიბონ ახალი ქსელები თანატოლებთან ერთად. ინტერაქტიული სემინარების მიზანია თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიაწოდონ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ საკუთარი აქტივობა შემდეგ დონეზე აიყვანონ. სტუდენტები შეირჩევა საკონკურსო განცხადებების საფუძველზე. ლექციებისთვის ლექტორები და ტრენერები იქნებიან აღიარებული ექსპერტები, რომლებიც არიან არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო საზოგადოებისა და ჟურნალისტიკის წარმომადგენლები. YPLS-ის ტრენერები ლექციებს ჩაატარებენ დავალებებისა და ისეთი აქტივობების დახმარებით, რომელიც მონაწილეებს მისცემს პრაქტიკულ გამოცდილებას.
ლექციები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ლიდერობის უნარები, პოლიტიკური კომუნიკაცია და კამპანია, მედია განათლება, პოლიტიკური პარტიები და იდეოლოგიები, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და ლიდერობა, პროექტის მენეჯმენტი, ფინანსების მოძიება, აქტიური მოქალაქეობა და სხვა.
შერჩევის პროცესი:
YPLS-ის კანდიდატები უნდა იყვნენ სამეცნიერო ან სამოქალაქო საზოგადოების ახალგაზრდა წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ გაიგონ მეტი პოლიტიკური პროცესების შესახებ და აიმაღლონ უნარები პოლიტიკური და სამოქალაქო მონაწილეობისთვის. აპლიკაციების გამოგზავნა შეუძლიათ იმერეთისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს.
აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი. მოტივაციის წერილში (500 სიტყვა) აპლიკანტმა უნდა ჩამოაყალიბოს მისი ინტერესის სფერო, რა სარგებელს მიიღებს ამ საზაფხულო სკოლიდან და თავად მისი წვლილი ამ სკოლისადმი. აპლიკაციები მიიღება შემდეგ მისამართზე: [email protected]აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 7 ივნისი, 2013. შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან საბოლოო ვადიდან ერთი კვირის მანძილზე.
პრაქტიკული ინფორმაცია:
YPLS-ის კურსები ჩატარდება შაბათ-კვირას, ერთდროულად ორ ადგილას – ქუთაისი და ახალციხე. ლექციები დაიწყება 15 ივნისს და დასრულდება 28 ივლისს.
იმ შემთხვევაში თუ მონაწილეებს დასჭირდებათ ტრენინგის ადგილამდე მგზავრობა, საცხოვრებელი ადგილის ხარჯები ქუთაისსა და ახალციხეში, ორგანიზატორები მათ ამით უზრუნველყოფენ.
საზაფხულო სკოლის სამუშაო ენა იქნება ქართული.