კონფერენცია EaP CSF-ის ყოველწლიური ასამბლეის ფარგლებში

2021 წლის 1 დეკემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP), ევროპული პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტთან (IPRE) და ეკონომიკური კვლევისა და პოლიტიკის კონსულტაციის ინსტიტუტთან (IER) ერთად გამართა კონფერენცია სახელწოდებით – ”რა როლი აქვს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (CSO) თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის პროცესში, ასოცირების ტრიო ქვეყნებშისაქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

ღონისძიების მოდერატორი იყო ნი მაიკლ ემერსონი, ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის (CEPS) უფროსი მკვლევარი

კონფერენცია მიზნად ისახავდა წარმოედგინა ქართველი, მოლდოველი და უკრაინელი მკვლევარების მიერ შემუშავებული ერთობლივი ანგარიშის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები. აღნიშნული ანგარიში ასახავს თუ როგორია  ასოცირებული ტრიოს ქვეყნებში CSO-ების როლი DCFTA-ის განხორციელების პროცესში. 

მომხსენებლებმა განსაკუთრებულ ყურადღება გაამახვილეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლზე, უზრუნველყონ მცირე და საშუალო ბიზნესის ინფორმირებულობა DCFTA-ის შესაძლებლობების კუთხით. დისკუსიის ნაწილი დაეთმო CSO-ების წარმატებული პრაქტიკისა და ჯერ კიდევ არსებული ბარიერების განხილვას, რომელიც თან ახლავს DCFTA-ის განხორციელებას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში

ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მოესმინა ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტისდა ასევე, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლების მოსაზრებები ასოცირებული ტრიოს ქვეყნებიდან. ღონისძიების ძირითადი აუდიტორია იყო EaP CSF პლატფორმის წარმომადგენლები შესაბამისი სამუშაო ჯგუფებიდან: დამოუკიდებელი ექსპერტები, მეცნიერები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. აუდიტორიას ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო გამართულ დისკუსიაში. კონფერენცია გაიმართა ინგლისურ ენაზე, მაგრამ დამსწრე საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა მოესმინა პრეზენტაციები ქართულ, რუმინულ და უკრაინულ ენებზე სინქრონული თარგმანის მეშვეობით.

ონლაინ ღონისძიება ჩატარდა პროექტისსამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი DCFTA-ის განხორციელებაში საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაშიფარგლებში, რომელიც ფინანსურად მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ,  EaP CSF-ის საგრანტო სქემის ფარგლებში.

კონფერენციის პროგრამა

 

, , , , , ,