დევიდ რიპელ

სტაჟირების პერიოდი – თებერვალი-მაისი, 2017

დევიდი არის უსაფრთხოების და სტრატეგიული კვლევების მაგისტრატურისა და ამავდროულად პოლიტიკური მეცნიერებების ბაკალავრიატის სტუდენტი მასარიკის უნივერსიტეტში (ბრნო, ჩეხეთი). ამასთანავე, ის ფლობს ბაკალავრის ორმაგ ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებსა და უსაფრთხოების და სტრატეგიულ კვლევებში ამავე უნივერსიტეტიდან. ერთი სემესტრით დევიდი ასევე სწავლობდა ქუინსის უნივერსიტეტში (ბელფასტი, დიდი ბრიტანეთი), სადაც იგი ესწრებოდა თანამედროვე უსაფრთხოების და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის კურსებს.

დევიდი სტაჟიორად მუშაობდა საერთაშორისო ურთოერთობების ინსტიტუტში, პრაღაში და KohoVolit.eu–ში, ორგანიზაციაში, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია ჩეხეთში დემოკრატიის ხარისხის ხელშეწყობაზე. ამჟამად, ის არის სტუდენტური ჟურნალის „Security Outlines“ რედაქტორის მოადგილე. ასევე ის მუშაობდა არაფორმალური განათლების პლატფორმის „სტუდენტური მოძრაობა სოლიდარობისთვის“ რეგიონულ კოორდინატორად. აღნიშნული პლატფორმის ძირითადი მიზანი ევროპაში მიგრაციის კრიზისთან დაკავშირებით არსებული დაძაბულობის განტვირთვა და ცნობიერების ამაღლება იყო.

მისი ინტერესები უკავშირდება იდენტობას კონფლიქტებსა და პოლიტიკაში, პოლიტიკურ ძალადობას, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპას და უსაფრთხოებისადმი კრიტიკული მიდგომებს.