08/07/2024 GIP

სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა რეგიონული გადაწყობის კონტექსტში და საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის პერსპექტივები

გაეცანით ნაშრომს

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
08-07-2024

ბოლოდროინდელი რეგიონული რეკონფიგურაციის გათვალისწინებით, საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირების მცდელობის ფარგლებში სომხეთის მთავრობამ ევროკავშირთან ქვეყნის ურთიერთობების გაძლიერების ინტერესი გამოხატა. 2023 წლის დეკემბერში მეზობელი საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებამ ორი ქვეყნისათვის პოტენციური საფუძველი შექმნა ევროკავშირთან ურთიერთობების გაძლიერებისთვის იმ ფონზე, რომ საქართველო სომხეთისთვის ევროატლანტიკურ სივრცეში გამავალ დერეფნად მოიაზრება. თუმცა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ წინააღმდეგობრივი კანონის მიღების შედეგად გართულებული საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მომავალი ბუნდოვანი გახდა, ისევე როგორც სომხეთისა და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევა ევროკავშირთან მიმართებით. თუმცა, [თბილისსა და ერევანს შორის] თანამშრომლობის, ორმხრივი [ურთიერთობებისა] და გამოცდილების გაზიარების არაერთი პოტენციური გზა არსებობს, რაც შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და სომხეთი “ავტომატურ პარტნიორებად” არ განიხილებიან გეოგრაფიული სიახლოვისა და საერთო მახასიათებლების მიუხედავადაც კი. მაგრამ, ევროკავშირთან მიმართებით საქართველო-სომხეთის პირდაპირი ძალისხმევის გარდა, სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში საქართველოსგან არაერთ გაკვეთილის სწავლა შეუძლია.

საკვანძო სიტყვები: სამხრეთ კავკასია, სომხეთი, საქართველო, ევროკავშირი, ევროკავშირთან დაახლოება

პოლიტიკის დოკუმენტი #45 | ივნისი 2024

პუბლიკაცია მომზადებულია კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისთან თანამშრომლობით. მოცემული პუბლიკაციის შინაარსი წარმოადგენს მხოლოდ ავტორის პასუხისმგებლობას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას იმგვარად გაგებული, რომ ასახავს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის და ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის შეხედულებებს.

ავტორი

ფრანცისკა სმოლნიკი

, , ,