2024-10-18 13:19:51
ავტორი
ნინი შაქარაშვილი
ტერმინი: “NEET (Not in Education, Employment, or Training) ახალგაზრდები“ აერთიანებს 15-29 წლის პირებს, რომლებიც არ სწავლობენ, არ მუშაობენ და არ გადიან რაიმე ტიპის გადამზადებას. წლების განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდობის ერთი მესამედი სწორედ ამ სეგმენტში ექცევა. 2023 წელს საქართველოში NEET ახალგაზრდების პროცენტულმა მაჩვენებელმა 26.% შეადგინა, რაც 174.1 ათასი ახალგაზრდის სოციო-ეკონომიკური პროცესების მიღმა დატოვებას გულისხმობს.
წინამდებარე ნარკვევის მიზანია გაანალიზოს პრობლემის წარმოშობის საფუძვლები, მისი ეკონომიკური შედეგები და ევროპული საუკეთესო პრაქტიკების მიმოხილვით გამოკვეთოს შესაძლო გამოსავლები.
ანალიზმა აჩვენა, რომ საქართველოში NEET ახალგაზრდების რაოდენობის შემცირება მოითხოვს მრავალსექტორულ მიდგომას, არაფორმალური განათლების, ახალგაზრდული საქმიანობის მნიშვნელობის გააზრებას, ახალგაზრდული საინფორმაციო ცენტრების ქსელის ჩამოყალიბებასა და სეგმენტის სისტემურ კვლევას, რაც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ვერბალურად გვხვდება სექტორულ მიზნებს შორის. ნაშრომში გამოყენებულია ხარისხობრივი კვლევის მეთოდოლოგია, კერძოდ, ექსპერტული ინტერვიუები და მეორადი წყაროების ანალიზი.
საკვანძო სიტყვები: NEET ახალგაზრდები, ახალგაზრდული პოლიტიკა, განათლება, ახალგაზრდების დასაქმება, მოწყვლადი ჯგუფები.