25-27 აპრილს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, კორნელი კაკაჩია და პოლიტიკის ანალიტიკოსი, ბიძინა ლებანიძე ბერლინში გამართულ კონფერენციაზე გაემგზავრნენ, რომელსაც ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი მასპინძლობდა.
სამწლიანი პროექტი – „ევროპის საგარეო მოქმედება, შეზღუდული სახელმწიფოებრიობისა და სადავო საერთაშორისო წესრიგის ორმაგი გამოწვევა“ (EU-LISTCO) – ჰორიზონტ 2020-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კვლევებზე ორიენტირებული ევროკავშირის პროგრამა, ხორციელდება საერთაშორისო კვლევითი კონსორციუმის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც 14 აკადემიური და კვლევითი ცენტრია, როგორც ევროკავშირის, ასევე მისი სამეზობლოდან. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტს, სხვა პარტნიორებთან ერთად – ისრაელიდან, გერმანიიდან და ნორვეგიიდან, წამყვანი როლი აკისრია პროექტის ფარგლებში, რათა იკვლიოს ის გლობალური საფრთხეები, რომლებიც ევროკავშირის სამეზობლოში არსებობს და ასევე შეისწავლოს, რამდენად ეფექტურია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა.
სხვა საკითხებთან ერთად, პროექტი ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს, ხელი შეუწყონ ევროკავშირის სამეზობლოში მდგრადობის გაზრდას, რათა თავიდან იქნეს აცილებული უსაფრთხოების რისკები სუსტი სახელმწიფოებრიობის პირობებში. პროექტის კოორდინატორები არიან: პროფ. ტანია ბერცელი, ევროპული ინტეგრაციის ცენტრის დირექტორი (ოტო-სურის პოლიტიკის მეცნიერებების ინსტიტუტი) და პროფ. დოქტ. თომას რისე (ოტო-სურის პოლიტიკის მეცნიერებების ინსტიტუტი), ტრანსნაცინალური ურთიერთობების ცენტრის დირექტორი.