18-12-2017
ბრიუსელში ახლახან დასრულებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებისა და ევროკავშირის მოლოდინებს შორის არსებული განსხვავებები. მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვიან, რისთვისაც ევროკავშირი ჯერ მზად არ არის. ამავდროულად, შორეული წევრობის პერსპექტივაზე ყურადღების გამახვილებამ გადაფარა უფრო მწვავე პრობლემები: ბევრი სპეციალისტის აზრით, მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე თვით აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატია, რომელიც არსებითად არაეფექტური მექანიზმია და ასუსტებს ევროკავშირის რბილ ძალას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. წინამდებარე დოკუმენტში განხილულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის უფრო მოქნილი მექანიზმებით ჩანაცვლების პერსპექტივები, რომლებიც ფორმალურად ცნობენ აღმოსავლეთ სამეზობლოს მრავალსიჩქარიან ბუნებას და მისცემენ აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე სახელმწიფოებს შესაძლებლობას,შეუერთდნენ ევროკავშირის პოლიცენტრულ სისტემას ჯერჯერობით სრულფასოვანი წევრობის გარეშე.