16/11/2021 keta

სასწავლო ვიზიტი ბერლინში #GEOYOUTH2021

9-13 ნოემბერს,  #GEOYOUTH2021 პროექტის ფარგლებში, “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ორგანიზებითა და გერმანული ორგანიზაცია Polis180-ის მხარდაჭერით, ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებისათვის სასწავლო ვიზიტი ბერლინში შედგა. 

დაგეგმილი ღონისძიებების მიზანი იყო გერმანიის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზციების წარმომადგენლებთან შეხვედრა. აქტიური დისკუსიის ძირითადი თემა იყო ახალგაზრდების წახალისება და მათი ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობა.

პროექტ #GEOYOUTH2021-ის ფარგლებში გაცემული ქვე-გრანტების მიმღებებს საშუალება ჰქონდათ გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება და ემსჯელათ იმ გამოწვევებზე, რომელიც მათ ხვდებოდათ ადგილობრივ დონეზე. პროექტის მონაწილეებმა წარადგინეს ქვე-გრანტებით განხორციელებული პროექტების  თავდაპირველი მიზნები და იმსჯელეს იმ პრაქტიკულ შედეგებზე, რომლებიც აღნიშნული მიმართულებებით განახორციელეს: ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობა, სტერეოტიპებთან ბრძოლა, ადგილობრივი ინსტიტუტების გაძლიერება და მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში ახალგაზრდების მონაწილეობა. 

სასწავლო მოგზაურობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავდა ვიზიტებს ახალგაზრდულ წარმომადგენლობებთან და ინსტიტუტებთან. შედეგად, ვიზიტის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია გერმანიაში არსებული გამოცდილების შესახებ, ახალგაზრდების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის კუთხით. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა არაფორმალური დისკუსია და დებატები, სადაც ახალგაზრდა ქართველმა აქტივისტებმა თავიანთი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს. GEOYOUTH2021-ის მონაწილეებმა განიხილეს ის დაბრკოლებები, რომელიც საქართველოში ახალგაზრდების ჩართულობას ახლავს თან, იქვე ისაუბრეს  პრობლემათა გადაჭრის შესაძლო გზებზე.  Სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა შეიტყვეს მეტი გერმანული გამოცდილების, კომუნიკაციების, მუშაობის სტილის შესახებ, რომელიც შეუძლიათ ქართულ რეალობაში გამოიყენონ. სასწავლო მოგზაურობის მრავალი მნიშვნელოვანი მომენტიდან ერთ-ერთი განსაკუთრებული იყო გერმანიში საქართველოს საელჩოში ვიზიტი, სადაც მონაწილეებმა თავიანთი პროექტების შედგები ელჩს გააცნეს. ახალგაზრდებს , ასევე, ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ისინი ესტუმრნენ:

  • გერმანიის ფედერალურ საგარეო უწყებას
  • ევროკომისიის წარმომადგენლობას გერმანიაში
  • სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ ქსელს
  • გერმანიის ფედერალური ახალგაზრდული საბჭოს
  • საქართველოს საელჩოს გერმანიაში
  • Polis180-ს

 

პროექტი წარმოადგენს #GEOYOUTH2020ის გაგრძელებას, რომლის ფარგლებშიც, 150-ზე მეტი ახალგაზრდის, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული და მთიანი რეგიონების წარმომადგენლების მიერ შემუშავდა ახალგაზრდული მანიფესტი. დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, გამოკვეთს გამოწვევებს ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის შესახებ და სთავაზობს საზოგადოებას მათი გადაჭრის გზებს. GEOYOUTH2021 ეფუძნება გამოცდილებას და ახალგაზრდების წახალისებას, რომ გამოიჩინონ ინიციატივა ლოკალურ დონეზე ცვლილებების განსახორციელებლად.

პროექტი დაფინანსებულია გერმნიის ფედერალური საგარეო უწყების მიერ.

ავტორი

, , ,