08/06/2023 GIP

ახალგაზრდების მიერ ევროკავშირის საგანმანათლებლო და ეკონომიკური შესაძლებლობების ათვისება: გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები

ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მათი განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინსვლის კვალდაკვალ კი ახალგაზრდებისთვის სულ უფრო მეტი შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება. მათ შორის, – განათლებისა და ეკონომიკური გაძლიერების კუთხით. თუმცა პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი  შესაძლებლობების ათვისებისას ახალგაზრდები არაერთ გამოწვევას აწყდებიან.

წინამდებარე ანგარიშით შესაძლებელია, სამ სამიზნე რეგიონში – კახეთში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში 18-34 წლის ასაკობრივი კატეგორიის ახალგაზრდების მიერ ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი საგანმანათლებლო და ეკონომიკური შესაძლებლობების ათვისება და ამ თვალსაზრისით მათ წინაშე არსებული გამოწვევები შეფასდეს. ასევე, კვლევაში გააანალიზებულია ის მთავარი მიზეზები, რომლებიც ახალგაზრდებს ხელმისაწვდომი პროექტების ათვისებასა და აღნიშნული მიზეზების აღმოფხვრის მიზნით, შესაძლო საუკეთესო გზების განხილვაში ხელს უშლის.

საკვანძო სიტყვები: ევროკავშირი, ევროინტეგრაცია, საქართველო, ახალგაზრდები, საგანმანათლებლო სიკეთეები, ეკონომიკური სიკეთეები.

გაეცანით ნაშრომს 🔗 ახალგაზრდების მიერ ევროკავშირის საგანმანათლებლო და ეკონომიკური შესაძლებლობების ათვისება: გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები

 

ანგარიში მომზადდა პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის  „ახალგაზრდების როლი ევროინტეგრაციის პროცესში“ მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
, , , , , , , , ,