საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ სამდღიან სემინარში სახელწოდებით “უსაფრთხოების მშენებლობა ევროპაში”.
აღნიშნულ სემინარს იტალიამ უმასპინძლა, სადაც ექსპერტები შეიკრიბნენ მთელი რეგიონიდან. სემინარის მონაწილეებმა ევროპის უსაფრთხოების გადაუდებელი საკითხები განიხილეს, მათ შორის უკრაინის ბრძოლა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და მეზობელი ქვეყნების პერსპექტივები.
სემინარის ვრცელი და ყოვლისმომცველი პროგრამა ხუთ თემატურ პანელს მოიცავდა:
პანელი I: როგორ დავასრულოთ ომი?
აღნიშნულ პანელში მიწვეული მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობდა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. კორნელი კაკაჩია.
პანელი II: როგორ უნდა იყოს მშვიდობა გარანტირებული?
პანელი III: როგორ შევიკავოთ რუსეთი?
პანელი IV: როგორ აღვადგინოთ უკრაინა?
პანელი V: ევროპა, რომელსაც შეუძლია დაცვა