21/05/2019 magda

განაცხადების მიღება – შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2019

8-14 ივლისი, თბილისი, 2019
სამუშაო ენა: ინგლისური

შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა განაცხადებების მიღება დაიწყო. ყოველწლიური პროგრამის ორგანიზატორები არიან საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი და ევროპის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი (ნიცის უნივერსიტეტი).

შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი სთავაზობს მაღალი დონის სასწავლო კურსს პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა მონათესავე სფეროების სტუდენტებს. კურსი განსაზღვრულია ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის.

კურსი მოიცავს ლექციებს და ინტერაქციულ სემინარებს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივასა და იმაზე თუ როგორ არის ეს პერსპექტივა დანახული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან.

ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს შავი ზღვის რეგიონის შესახებ ლექციებს წაუკითხავენ ექპერტები სხვადასხვა უნივესიტეტებიდან. მონაწილეები ასევე გაეცნობიან იმ გამოწვევებს, რომლებსაც ცვალებადი საერთაშორისო კონტექსტი უქმნის რეგიონს.

კურსის დასასრულს, მონაწილეებს ექნებათ საშუალება მიიღონ 4.5 ECTS კრედიტი.

კუსრის ძირითადი თემებია:

  • ნატო და ახალი გეოსტრატეგიული სიტუაცია შავის ზღვის რეგიონში;
  • სამხრეთ კავკასია: ეთნო-, გეო – და ბიოპოლიტიკური უსაფრთხოების წახნაგები  რეგიონში.  
  • ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები: პერსპექტივები და გამოწვევები:
  • შავი ზღვის რეგიონის გაყინული კონფლიქტები;
  • ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგ: რა მოხდა არასწორად ევროპის უსაფრთხოებაში?
  • ევროკავშირის შავის ზღვის პოლიტიკა;
  • შავი ზღვის რეგიონის საზღვრისპირა და რეგიონული თანამშრომლობის აღდგენა:  გამოწვევები და პერსპექტივები
  • საქართველო-თურქეთს შორის არსებული ურთიერთობა: პოლიტ-ეკონომიკური პერსპექტივა
  • ენერგო უსაფრთხოება
  • ევროპა კავკასიაში, კავკასია ევროპაში: რეგიონის მშენებლობის პერსპექტივები

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ან დათავრებული აქვთ პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთბებისა ან სხვა მონათესავე სფეროების საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა. აპლიკაციის გამოგზავნა ასევე შეუძლიათ საქართველოში გაცვლითი პროგრამით ჩამოსულ საერთაშო სტუდენტებს.

აპლიკაციის პროცესი:

მონაწილეობის მსურველებმა, გამოაგზავნეთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე: (1) სამოტივაციო წერილი და (2) CV,  ელექტრონული ფოსტის მისამართზე – [email protected] არაუგვიანეს 2019 წლის 10 ივნისისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით: სალომე კანდელაკი –[email protected] , 599 990 212


შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2017 – პრომო ვიდეო

https://www.youtube.com/watch?v=AVj0JrJ3sQs
, , ,