19/12/2023 GIP

რუსეთის ახალი საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში: რისკები და გამოწვევები

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
19-12-2023

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვნად შეცვალა, განსაკუთრებით კი შავი ზღვის რეგიონში. მიუხედავად საქართველოს მცდელობისა, რუსეთთან დაბალანსებული ურთიერთობა შეენარჩუნებინა, ომის შედეგებმა ქვეყანა ახალი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დააყენა, რაც, მათ შორის, ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის  მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნის გეგმებში გამოიხატა. აფხაზეთში რუსეთის ახალი საზღვაო ბაზის გახსნა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნულმა ნაბიჯმა შესაძლოა რეგიონი დამატებით კონფრონტაციის სივრცედ აქციოს,  რაც, პოტენციურად, საქართველოზე კონფლიქტის შედეგებს კიდევ უფრო გააფართოებს.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) თხოვნით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებმა შემდეგ შეკითხვებს უპასუხეს:

  1. რა ტიპის კონკრეტულ რისკებსა და პოტენციურ გამოწვევებს შეიცავს რუსეთის მიერ ოჩამჩირეში ახალი საზღვაო ბაზის გახსნა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონისთვის?
  2. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ოჩამჩირეში ახალი რუსული საზღვაო ბაზის გახსნას კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაზე საქართველოსა და ფართო რეგიონში?
  3. რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ საქართველოს მთავრობას და ძირითად საერთაშორისო აქტორებს (ნატო, ევროკავშირი და ეუთო) პოტენციური საზღვაო ბაზის თანმდევი უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ და პოტენციური რისკების შესამცირებლად?

ექსპერტ კომენტარი #25 | დეკემბერი 2023

, , , ,