1-ელ აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მხარდაჭერით გამართა სემინარი სახელწოდებით – “მცოცავი ფინალიზაცია თუ ეროვნული ინტერესების დაცვა? საქართველოს სტრატეგიული დილემები უკრაინის კრიზისის ფონზე”.
სემინარის ფარგლებში, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა და ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა და უფროსმა მკვლევარებმა განიხილეს საქართველოს წინაშე მდგარი სტრატეგიული დილემები.
პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ და ბ-ნმა ლევან კახიშვილმა წარმოადგინეს თავიანთი პოლიტიკის ნარკვევები საქართველოს საგარეო პოლიტიკის აქცენტებზე, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. Მომხსენებლებს შორის გამართული დისკუსიის შემდეგ სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიებას მოდერაცია გაუწია დოქტორმა ჰელგე ბლაკისრუდმა, ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა.