15/10/2023 GIP

ევროკავშირის ციფრული დღის წესრიგის გავრცელება საქართველოში, ციფრული თანამშრომლობისა და დაკავშირებადობის გაზრდა

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
15-10-2023

ავტორი

გიორგი ჯანგიანი

ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ინიციატივის განვითარების მხარდაჭერა სხვადასხვა პოლიტიკის ფორმულირებით გამოხატა, მათ შორისაა ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA), 20 შედეგი 2020 წლისთვის, და 2020 წლის შემდეგ. თუმცა ამ ფორმატში არ მომხდარა ევროკავშირის ციფრული დღის წესრიგის ინტეგრირება და სათანადოდ არ განხილულა ციფრულ სივრცესთან დაკავშირებული პოლიტიკის საკითხები. წარმოდგენილ ნაშრომში შემოთავაზებულია ევროკავშირის ციფრული სივრცის გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, განსაკუთრებული აქცენტით საქართველოზე. ნაშრომი აანალიზებს ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტისა და ციფრული ბაზრის აქტის პოტენციურ გავლენას საქართველოზე. ანალიზის საფუძველზე, წარმოდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი ადვოკატირებს ევროკავშირის ციფრული დღის წესრიგის გაფართოებას საქართველოში მის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან და საჭიროებებთან უკეთესი თანხვედრის მიზნით და ამ მიმართულებით ინტეგრაციის ორ სავარუდო მოდელს წარმოადგენს.

საკვანძო სიტყვები: ევროკავშირის ციფრული დღის წესრიგი, ევროკავშირში ინტეგრაცია, აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP), ციფრული სერვისების აქტი (DSA), ციფრული ბაზრის აქტი (DMA), საქართველოს კანდიდატის სტატუსი, დასავლეთ ბალკანეთის მოდელი, კანდიდატი ქვეყნის მოდელი

 

პოლიტიკის ნარკვევი #54 | ნოემბერი 2023

პუბლიკაცია მომზადდა „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.

 

© Cover Photo Credit: www.globsec.org
, , , , , , , , , , , , , , , ,