25/03/2021 keta

D.RAD: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) „ჰორიზონტი2020“-ის ახალი პროექტის წევრი გახდა!

ცოტა ხნის წინ, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) გახდა მონაწილე „ჰორიზონტი2020“-ის ახალი კვლევითი პროექტისა „D.RAD – დერადიკალიზაცია ევროპაში და მის ფარგლებს გარეთგამოვლენა, დარეგულირება, რეინტეგრაცია“.

პროექტი, რომელიც სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება, დაფინანსებულია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი2020“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო კვლევითი კონსორციუმის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18 პარტნიორი ინსტიტუტი როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე, მის ფარგლებს გარეთ არსებული ქვეყებიდან:

  1. The Glasgow Caledonian University (United Kingdom)
  2. Freie Universitaet Berlin (Germany)
  3. Centar Za Komparativne Studje Konflikta Cksk (Serbia)
  4. Accademia Europea Di Bolzano (Italy)
  5. Ben-Gurion University of the Negev (Israel)
  6. Universita Degli Studi Di Firenze (Italy)
  7. Brunel University London (United Kingdom)
  8. Helsingin Yliopisto (Finland)
  9. Uniwersytet Humanistycznoprzyrodniczy Im. Jana Dlugosza W Czestochowie (Poland)
  10. Kosovar Centre for Security Studies (Kosovo)
  11. Georgian Institute of Politics (Georgia)
  12. The American University of Paris (France)
  13. Oesterreichische Akademie Der Wissenschaften (Austria)
  14. Yarmouk University (Jordan)
  15. Hammurabi Human Rights Organization (Iraq)
  16. Zavod Za Avtorsko Produkcijo Izobrazevanje Inovativnost In Sodelovanje (Slovenia)
  17. Istanbul Bilgi Universitesi (Turkey)
  18. Udruzenje Proni Centar Za Omladinski Razvoj (Bosnia and Herzegovina)

„D.Rad“ რადიკალიზაციის საფუძვლად უსამართლობას განიხილავს, რომელსაც მივყავართ უკმაყოფილებამდე, გაუცხოებამდე და პოლარიზაციამდე. ამას თავის მხრივ, შეუძლია ძალადობრივი ექსტრემიზმიც წარმოშვას.

ამ მასტიმულირებელი ფაქტორების (უსამართლობა, უკმაყოფილება, გაუცხოება, პოლარიზაცია) სიღრმისეულად, კროსნაციონალური (cross-national) შესწავლის მიზნით,  პროექტში გამოყენებული იქნება ინოვაციური მონაცემთა ანალიზის მეთოდი (machine learning), დისკურსის ანალიზი და სოციალური ფსიქოლოგიის მიდგომები. უსამართლობის, უკმაყოფილების, გაუცხოებისა და პოლარიზაციის გავრცელების სტრატეგიებისა და ამისათვის გამოყენებული ინსტრუმენტების  შესასწავლად, ყურადღება გამახვილდება ახალგაზრდებისა და სოციალურად იზოლირებული ჯგუფების გამოცდილებაზე. გარდა ამისა, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, შემოთავაზებული იქნება  შესაბამისი რეკომენდაციები. პროექტის მიზანია, გადაჭრას რადიკალიზაციის კვლევასთან დაკავშირებული გამოწვევები  როგორც „ონლაინ“, ისე „ოფლაინ„ საშუალებების გამოყენებით.

D.Rad -ის უპირატესობა ეფუძნება გამოცდილებების ფართო სპექტრს. პროექტი მოიცავს სხვადასხვა ქვეყნებს, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, პოლონეთს, უნგრეთს, ფინეთს, სლოვაკეთს, ბოსნიას, სერბეთს, კოსოვოს, ისრაელს, ერაყს, იორდანიას, თურქეთს, საქართველოს, ავსტრიას და რამდენიმე ეროვნული უმცირესობების ჯგუფს. იგი აერთიანებს სამეცნიერო დისციპლინებს დაწყებული პოლიტიკის მეცნიერებიდან და კულტუროლოგიიდან,  სოციალური ფსიქოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის ჩათვლით.

პროექტს სამი ძირითადი მიზანი აქვს:

  • ტენდენციების გამოვლენაRad-ის მიზანია გამოავლინოს რადიკალიზაციის მასტიმულირებელი აქტორები, ქსელები და უფრო ფართო სოციალური გარემოებები. ეს განსაკუთრებით ეხება მიკროსივრცით გარემოებებში წარმოქმნილ ყოველდღიურ პოლარიზაციასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს. ამ კვლევის შედეგები უზრუნველყოფს, რომ ინტერვენციები დაეფუძნოს თანამედროვე მონაცემებსა და მეთოდებზე დაყრდნობილ მტკიცებულებებს.
  • მასტიმულირებელი ფაქტორების დარეგულირებაRad-ის მიზანია იმ ონლაინ და ოფლაინ მასტიმულირებელი ფაქტორების გააზრება, რომლებიც აქცევს უკმაყოფილებას, გაუცხოებას და პოლარიზაციას რადიკალიზაციად, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს პოლიტიკის ფოკუსირება სოციალური იზოლაციის ფუნდამენტურ პრობლემებზე.
  • რეინტეგრაცია და ჩართულობაRad-ის მიზანია გამოავლინოს, თუ რამდენად არის შესაძლებელი უკმაყოფილო, გაუცხოებული და პოლარიზებული ადამიანების ხელახალი ინტეგრირება არსებულ წყობასა თუ სოციალურ ჯგუფებში პიროვნული ან კოლექტიური თავისუფლების დარღვევის გარეშე.

პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტთან ერთად, GIP ხელმძღვანელობს #11 სამუშაოთა პაკეტს, რომელიც პასუხს აგებს პროექტის შედეგების ეფექტურად გავრცელებასა და გამოყენებაზე, ასევე სამუშაო დოკუმენტების სერიის შექმნაზე სახელწოდებით „გლობალური რადიკალიზაცია: ტენდენციები, მასტიმულირებელი ფაქტორები და გადაწყვეტილებები“.

Twitter
@DRadProject

, , , , ,