ელენე ფანჩულიძე
ელენე ფანჩულიძე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსია. იგი არის კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტი.
ელენე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს დიპლომატიასა და საერთაშორისო პოლიტიკაში. მისი კვლევის ინტერესების სფერო მოიცავს, ევროპულ ინტეგრაციას, ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებს, საგარეო პოლიტიკის ანალიზსა და სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებს.
როგორც ახალგაზრდა მკვლევარი, მომავალში ელენე საკუთარ თავს მრავალეროვან გარემოში – საერთაშორისო ორგანიზაციაში, კვლევით ინსტიტუტსა თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში – ხედავს.