სამუშაო ჯგუფები (WGs)

თემატური სამუშაო ჯგუფები (WGs) წარმოადგენს ინიციატივა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” მეორე კომპონენტს და მიზნად ისახავს აქტიურ ახალგაზრდებს საშუალება მისცეს გაიღრმაონ ცოდნა მათთვის საინტერესო სფეროში და მოახდინონ ცვლილებების ადვოკატირება. Პროგრამა უზრუნველყოფს, რომ სამუშაო ჯგუფის წევრებმა არჩეული მიმართლება უკეთ გაიცნონ, მოახდინონ მთავარი აქტორების იდენტიფიცირება და განივითარონ და პროფესიული კავშირები.

თემატური სამუშაო ჯგუფების წევრებს აქვთ საშუალება იმუშაონ ანალიტიკურ ბლოგებზე, აუდიო-ვიზუალური მასალების მომზადებაზე და დაგეგმონ ადვოკატირების კამპანიები. ისინი თავიანთ მიგნებებს წარადგენენ, როგორც შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, ასევე ყოველწლიურ დემოკრატიის ახალგაზრდულ ფორუმზე (YDF).