ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში

ინიციატივა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას საქართველოს სოციო-პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ. ასევე, პროექტის მიზანია მონაწილეების ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება და მათი მონაწილეობისა და წარმომადგენლობის გაზრდა საჯარო ცხოვრებაში. ინიციატივა შედგება ორი ძირითადი კომპონენტისგან: მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS) და თემატური სამუშაო ჯგუფები (WGs).