ერეკლე გოზალიშვილი
კომუნიკაციების ოფიცერი
ერეკლე გოზალიშვილი არის კომუნიკაციების ოფიცერი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში (GIP), სადაც მართავს კომუნიკაციებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებისთვის, თანამონაწილეობს საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებაში და ხელმძღვანელობს სოციალური მედიის სტრატეგიების განვითარებას REUNIR – Horizon Europe პროექტისათვის. მანამდე, იგი იყო რობერტ შუმანის სტაჟიორი ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკის გენერალურ დირექტორატში, სადაც ანალიტიკურ მხარდაჭერას უწევდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების საკითხებზე მუშაობას, მონაწილეობდა ევროპარლამენტარებისთვის (MEPs) სიტყვების მომზადებასა და საპარლამენტო ინიციატივების გაძლიერებაში. ასევე, მუშაობდა პროექტის ასისტენტად Aspen Institute Germany-ში, სადაც მონაწილეობას იღებდა მაღალი დონის კონფერენციების ორგანიზებაში, მათ შორის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებაში.
ერეკლე ამჟამად არის რეგენსბურგის უნივერსიტეტში ევროპათმცოდნეობის მაგისტრატურის სტუდენტი, როგორც გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდიატი. ასევე, მონაწილეობდა Erasmus+ გაცვლით პროგრამებში აალბორგის უნივერსიტეტში (დანია)/ ასევე, სწავლობდა ოსტფოლდის უნივერსიტეტში (ნორვეგია) და ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში (ლიტვა). ერეკლეს წარჩინებით აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში.
მას აქვს ოთხწლიანი გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებში, ევროკავშირის საკითხებში, დემოკრატიის მხარდაჭერასა და საგარეო პოლიტიკის ანალიზში. მისი ექსპერტიზა მოიცავს პროექტების მართვას, საპარლამენტო მხარდაჭერას და პოლიტიკურ კვლევებს, ასევე, აქვს გამოცდილება მაღალი დონის კონფერენციების ორგანიზებაში და ევროკავშირის გაფართოებისა და დემოკრატიის მშენებლობის ინიციატივებში მონაწილეობის კუთხით.