დემოკრატიის ახალგაზრდული ფორუმი
📣 ფორუმზე დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია 🔗
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით 2023 წლის 9 ივნისს გაიმართება დემოკრატიის ახალგაზრდული ფორუმი “ახალგაზრდები ევროპისთვის.”
ღონისძიება მიზნად ისახავს თავი მოუყაროს ახალგაზრდებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რათა იმსჯელონ ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მოისმინონ თემატური სამუშაო ჯგუფის ანგარიშის პრეზენტაცია თემაზე “ახალგაზრდების მიერ ევროკავშირის საგანმანათლებლო და ეკონომიკური შესაძლებლობების ათვისება: გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები”. ასევე, ფორუმზე მოხდება USAID-ის პროექტის შედეგების შეფასების ანგარიშის წარდგენა.
დემოკრატიის ახალგაზრდული ფორუმი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, პროექტ “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, USAID საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით.
დღის წესრიგი
ღონისძებაზე დასწრებას შეძლებთ საბოლოო დასტურის შემდეგ, რომელსაც მიიღებთ მეილ შეტყობინების სახით.
