2020 წლის 6 მარტს, რონდელის ფონდის ახალქალაქის ოფისში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) კვლევითმა გუნდმა ჩაატარა ფოკუს ჯგუფი ეთნიკურად სომეხ ქალებთან. ფოკუს ჯგუფი არის პროექტის „წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის“ პირველი ფაზის კვლევითი აქტივობის ნაწილი. მონაწილეებს პროექტის მიზნები და კვლევის ამოცანები გააცნო პროექტის მენეჯერმა – სალომე კანდელაკმა, ხოლო ფოკუს ჯგუფი ჩატარდა ადგილობრივი კოორდინატორის მიერ სომხურ ენაზე. ჯამში ფოკუს ჯგუფში მონაწილეობა 9 ქალმა მიიღო, რომელთა საშუალო ასაკი 30 წელს შეადგენდა. ჯგუფში ასევე იყო ორი ტიპის კატეგორია, ისინი რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება და ქალები, რომელთაც არ აქვთ უმაღლესი განათლება. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები საკმაოდ აქტიურად ჩაერთნენ კვლევით აქტივობაში და ღიად გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები ინტერვიუს გზამკვლევით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით. ფოკუს ჯგუფის დისკუსია ჩაიწერა ვიდეოზე და მისი ხანგრძლივობა იყო ორი საათი და ათი წუთი. მონაწილეთა პასუხები კონფიდენციალურია და მიღებული მასალა გამოიყენება მხოლოდ კვლევითი მიზნებისთვის.