18/03/2024 GIP

“ახალგაზრდების თვითმმართველობაში ჩართულობისა და სერვისების შეფასების მექანიზმები” – ტრენინგები ახალქალაქში

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, 15-16 მარტს ქალაქ ახალქალაქში პროექტ “ახალგაზრდებზე ორიენტირებული საჯარო სერვისების უზრუნველყოფის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში გაიმართა ტრენინგი თემაზე – “ახალგაზრდების თვითმმართველობაში ჩართულობისა და სერვისების შეფასების მექანიზმები.” პროექტი ხორციელდება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მხარდაჭერით, “ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის კეთილსინდისიერებისთვის” პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

ორი დღის განმავლობაში მოწვეულმა ექსპერტებმა ახალგაზრდებთან ერთად განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა და ცვლილებების მართვა, მუნიციპალიტეტის კომპეტენციები და სერვისები, აღნიშნული სერვისების პრაქტიკაში დატესტვა და შეფასება. ასევე, ისაუბრეს სამცხე-ჯავახეტში მცხოვრები ახალგაზრდების გამოწვევებზე, საჭიროებებსა და პრობლემებზე. მონაწილეები სხვადასხვა სიმულაციური თამაშისა თუ პრაქტიკური სავარჯიშოების მეშვეობით სიღმისეულად გაეცნენ აღნიშნულ საკითხებს. რეგიონის ახალგაზრდებთან ერთად, ტრენინგებს ესწრებოდნენ ახალქალაქის მერიის, საკრებულოსა და მედიის წარმომადგენლები.

მოწვეული ტრენერები იყვნენ ლიზა სოფრომაძე, ადგილობრივი განვითარებისა და უნარების ამაღლების კონსულტანტი და დავით ძიძიშვილი, სამართლის და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი და სიმულაციური და იმიტირებული გათამაშებების ფასილიტატორი.

ტრენინგები გაიმართა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტურის პროექტების მენეჯერის, სალომე კანდელაკის ორგანიზებით. 

ანალოგიური აქტივობები უკვე გაიმართა შიდა ქართლშიც, თვის ბოლომდე კი ტრენინგები ჩატარდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაც.

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,