27/03/2025 GIP

GEO4EU პოლიტიკის დიალოგი ზუგდიდსა და ბათუმში

18-19 მარტს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით,  ბერლინში ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტთან (IEP) თანამშრომლობით, ქალაქ ზუგდიდსა და ბათუმში GEO4EU-ს პროექტის ფარგლებში ადგილობრივი პოლიტიკის დიალოგი გაიმართა. 

დისკუსიები ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპული მომავლის საწინააღმდეგო ნარატივების გამოვლენაზე, საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოების აღქმის შეფასებაზე. ღონისძიების ფარგლებში ასევე იმსჯელეს, დემოკრატიას, ევროინტეგრაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს შორის ურთიერთობაზე. საუბარი ასევე შეეხებოდა იმას, თუ რატომ არის დემოკრატია მნიშვნელოვანი და სინამდვილეში რას ნიშნავს ის ქართულ კონტექსტში.

დისკუსია წარიმართა შემდეგი კითხვების გარშემო:

  • რა არის საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის და ანტიევროპული განწობების გაძლიერების ძირითადი ფაქტორები?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი დემოკრატია ისეთი საკითხების მოგვარებაში, როგორიცაა უმუშევრობა თუ ჯანდაცვა?
  • როგორ მოქმედებს ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები და დეზინფორმაციული კამპანიები ევროინტეგრაციის პროცესის საზოგადოების აღქმაზე და რა ეფექტური სტრატეგიების გამოყენება შეიძლება მათ წინააღმდეგ?
  • რა როლი უნდა ითამაშოს ადგილობრივი პოლიტიკის დიალოგებმა და საზოგადოების ჩართულობამ დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისა და ევროინტეგრაციის შესახებ ინფორმირებული დისკუსიების ხელშეწყობაში?

შეხვედრა ორგანიზებულია ბერლინში Institut für Europäische Politik (IEP)-თან თანამშრომლობით, პროექტის „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის GEO4EU“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთისათვის, სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის პროგრამის მეშვეობით.

, , , , , , , , , , , , , , , , , , ,