საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია Polis180-თან თანამშრომლობით აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში მცხოვრები (18-35 წლის) ახალგაზრდებისთვის, პროექტის “#GEONext – პარტნიორობა ახალგაზრდობის ჩართულობისთვის” ფარგლებში. პროექტი, რომელიც ფინანსურად მხარდაჭრილია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების ფორმირებასა და მათ მხარდაჭერას. პროექტის გუნდი ასევე გამოკვეთს ადგილობრივების საჭიროებებს და ხელს შეუწყობს დიგიტალიზაციაზე, ინკლუზიაზე, კლიმატის ცვლილებებსა და მდგრადობაზე, და რეგიონალურ ეკონომიკურ განვითარებაზე გუნდური ინიციატივების განხორციელებას.
კონკურსით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგებში ისეთ თემებზე როგორებიცაა ციფრული განათლება, სტრატეგიული კომუნიკაცია, საჯარო-კერძო პარტნიორობა, ინკლუზიური მმართველობა, პროექტის მართვა, ბიუჯეტის შედგენა და სხვა. ქვე-გრანტიორებს მენტორებად ეყოლებათ კერძო კომპანიების წარმომადგენლები და ასევე თანამენტორები გერმანიის სამოქალაქო საზოგადოებიდან.
პროექტით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, შეგიძლიათ საინფორმაციო შეხვედრაზე შემოგვიერთდეთ 3 მაისს, 13:00 სთ-ზე! პროექტის კოორდინატორები მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას პროექტისა და მასში მონაწილეობის პირობების შესახებ. საინფორმაცია სესიაზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ამ ბმულზე: სარეგისტრაციო ლინკი
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს 2020-21 წლებში განხორციელებული #GEOYOUTH-ის გაგრძელებას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჯამში 500-მდე ახალგაზრდამ საქართველოს ათზე მეტი რეგიონიდან, რომელთა შორისაც იყვნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. 2020 წლის პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებთან ერთად შემუშავდა მანიფესტი, რომელიც შეეხებოდა ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობის ხელისშემშლელ ფაქტორებს და პრობლემათა მოგვარების მათ ხედვას. ხოლო, 2021 წელს ახალგაზრდულმა ჯგუფებმა სხვადასხვა რეგიონებიდან განახორციელეს ადგილობრივ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებული ინიციატივები, რაც ეფუძნებოდა მანიფესტში ასახულ გამოწვევებს, რისთვისაც მათ პროექტის ფარგლებში გადაეცათ მცირე გრანტები. ორი წლის მანძილზე, პროექტის გუნდის მხარდაჭერით, ჯამში განხორციელდა 12 ახალგაზრდული ინიციატივა.
ონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული საპროექტო განაცხადის ფორმა (იხ. დანართი) 2022 წლის 13 მაისის, 23:59სთ-ის ჩათვლით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]
გთხოვთ, subject-ის ველში მიუთითეთ – #GEONEXT_project proposal. სულ შეირჩევა რვა საგრანტო პროექტი.