Authors

30/07/2021 ნინო სამხარაძე

მთიანი ყარაბაღის ომის გეოპოლიტიკური შედეგები საქართველოსთვის: მოლოდინები დიდი და პატარა აქტორებისგან

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
30-07-2021

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო განვითარებულმა კონფლიქტმა 2020 წლის ოქტომბერში კულმინაციას მიაღწია და მწვავე სამხედრო შეტაკებაში გადაიზარდა. „მთიანი ყარაბაღის მეორე ომად“ წოდებული დაპირისპირება ნოემბრის შეთანხმებით დასრულდა, რომლის მიხედვითაც, სომხეთმა აზერბაიჯანს სადავო ტერიტორიის ნაწილი დაუბრუნა; ამას მოჰყვა შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაცია ერევანში. 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომმა გვიჩვენა გრძელვადიანი კონფლიქტის კომპლექსურობა და მთავარი ძალების ინტერესები: რუსეთი და თურქეთი გავლენიან რეგიონულ აქტორებად მოგვევლინენ, ხოლო დასავლეთი –  ევროკავშირი და აშშ – განსაკუთრებულად ინერტულები იყვნენ.

ამ შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველომ მოახერხა, შეენარჩუნებინა საკუთარი რეგიონული ნეიტრალიტეტი მეზობლების მიმართ. თუმცა ომისშემდგომი დისკუსიები მოლაპარაკებების შესაძლო ფორმატისა და რეგიონული მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ თბილისისგანაც მოითხოვს აქტიურ მოქმედებას. საქართველოსთვის გამოწვევა იყო რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივაში ჩართვა, რომელიც 3+3 ფორმატს გულისხმობდა (სამი დიდი დაინტერესებული აქტორის ჩართულობით, როგორებიცაა, რუსეთი, თურქეთი და ირანი). თურქეთში ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა განაცხადა, რომ თბილისი არ აპირებს შეთავაზებულ პლატფორმაში ჩართვას რუსეთთან რთული ურთიერთობების გამო. მისი თურქი კოლეგის მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ანკარა პატივს სცემს საქართველოს პოზიციას, რომელიც ფრთხილი და ნეიტრალურია.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) თხოვნით, რამდენიმე შერჩეულმა ექსპერტმა სხვადასხვა ქვეყნიდან შემდეგ შეკითხვებს უპასუხა:

  • მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში რუსეთისა და თურქეთის გაზრდილი წარმომადგენლობისა და აშშ-ისა და ევროკავშირის პასიურობის გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ დასავლეთი ინტერესს კარგავს რეგიონისადმი? რა უნდა გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად?
  • როგორ ხედავთ საქართველოს როლს ომის შემდგომი რეგიონული ცვლილებების ჭრილში? როგორია საქართველოს გამოწვევები და შესაძლებლობები კონფლიქტის შემდეგ? და რა უნდა გააკეთოს თბილისმა ნებისმიერი რისკის გასანეიტრალებლად?

 

პუბლიკაცია მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძელებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის შეხედულებებს.

ექსპერტთა კომენტარი #18 | ივლისი 2021

, , , , , ,