01/12/2023 GIP

საქართველოს ტალღოვანი გზა ევროკავშირის წევრობისკენ

30 ნოემბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ, ევროკავშირში საქართველოს ყოფილ ელჩთან, ნატალი საბანაძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ონლაინ დისკუსიაში – „საქართველოს ტალღოვანი გზა ევროკავშირის წევრობისკენ.“ გადაცემის სტუმრებმა განიხილეს, თუ რა დევს სასწორზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.

Carnegie Europe-ის მიერ ორგანიზებული დისკუსიის მოდერატორი იყო თომას დე ვაალი, Carnegie Europe-ის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ბრიტანელი ჟურნალისტი და მწერალი, რომელიც კავკასიის საკითხებზე მუშაობს.

საქართველო მიიწევს ევროპისკენ, თუმცა დემოკრატიას შორდება. ევროკომისიამ უკვე გასცა რეკომენდაცია, რომ ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიეცეს, თანდართული მრავალი პირობით. დეკემბერში კი კვლავ შეიკრიბებიან ევროპელი ლიდერები და განიხილავენ, იმსახურებს თუ არა საქართველო დასტურს.

კანდიდატის სტატუსის შესახებ დაპირისპირება მხოლოდ ბოლო თავია ევროკავშირ-საქართველოს ხანგრძლივ, მშფოთვარე ურთიერთობებში. ახლა ბრიუსელი რთული არჩევანის წინაშე დგას, სურს თუ არა მას განაგრძოს საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა, ქვეყნის მზარდი არალიბერალური მთავრობის მიუხედავად.

ეს ღონისძიება არის  პროექტ Europe’s East-ის ნაწილი, რომელსაც ახორციელებს Carnegie Europe  და ეხება ევროპის პოლიტიკას აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთთან მიმართებაში.

 

, , , , , , , , , , , , , , , ,