13/05/2021 keta

GIP-ის ყოველწლიური კონფერენცია GEODEM 2021 ონლაინ ფორმატში ჩატარდება

დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციის (#GEODEM) რიგით მე-6 გამოშვება, თბილისში, წელსაც ონლაინ ფორმატში ჩატარდება და სამ სხვადასხვა თემატურ პანელს მოიცავს. კონფერენციის პირველი პანელი 27 მაისს გაიხსნება თემით – დაბალი ხარისხის არჩევნები საქართველოშიუკურნებელი სენი თუ მოგვარებადი პრობლემა? 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მოუმწიფებლობა და არაპროგნოზირებადობა კვლავ ქართული პოლიტიკის მთავარ მახასიათებლებს წარმოადგენს. მიუხედავად არსებული იმედისა, რომ საქართველო განაგრძობდა სვლას კონსოლიდირებული ლიბერალური დემოკრატიისკენ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა  საქართელოში დემოკრატიზაციის პროცესისნაკლოვანებები  თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სტანდარტების დაუცველობის თვალსაზრისით. ქართულ პოლიტიკას, ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე კვლავ აწუხებს ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების შედეგების მიუღებლობა, პოლიტიკური მიზნებისათვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, არათანაბარი პოლიტიკური გარემო და საარჩევნო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა. იმის განსახილვევლად, თუ როგორ შეუძლია ქვეყანას გადალახოს ეს სირთულეები, პანელზე დისკუსია შემდეგი შეკითხვების ირგვლივ წარიმართება:

  • რატომ ვერ ახერხებს საქართველო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რაც უზრუნველყოფდა პოლიტიკური მეტოქეობის გაგრძელებას საკანონმდებლო ორგანოში?
  • როგორ მოქმედებს პოლიტიკური კულტურა საქართველოში არჩევნების ჩატარებაზე?
  • რა ინსტიტუციური ცვლილებებია საჭირო იმისთვის, რომ მომავალი არჩევნები შესაბამისი დემოკრატიული ხარისხით ჩატარდეს?
  • რა იწვევს პოლიტიკურ უნდობლობას მმართველ ძალებსა და ოპოზიციას შორის საქართველოში?
  • რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კონკურენტმა მხარეებმა არჩევნების შედეგები ობიექტურად სცნონ?

პანელის მოდერატორი: პროფ. გია ნოდია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

გახსნა და მისალმება:

  • 17:00 პროფ. კორნელი კაკაჩია, დირექტორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)

მომხსენებლები:

  • 17:10 პროფ. ჯული ჯორჯი, ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დეპარტამენტი, ქუინს კოლეჯი
  • 17:20 დოქტ. ქეთევან ბოლქვაძე, ასისტენტ-პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დეპარტამენტი, ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი)
  • 17:30 ლევან ცუცქირიძე, აღმასრულებელი დირექტორი, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD)
  • 17:40 ჯაბა დევდარიანი, დამფუძნებელი, Civil.ge
  • 17:50 კითხვა-პასუხი

27 მაისს, პირველ პანელზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია აქ >>

#GEODEM2021-ის ყველა პანელი ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით ჩატარდება.


მეორე პანელი ივნისში გაიმართება თემაზე – კვლევები საქართველოში: როგორ უზრუნველვყოთ ნდობა?

ონლაინ კონფერენციის ბოლო, მესამე პანელი კი იმავე თვეში (ივნისში) დაასრულებს კონფერენციას თემით – პოპულისტური ნაციონალიზმი და ევროსკეპტიციზმი: წარმოსახვითი თუ რეალური საფრთხე ასოცირებული ქვეყნებისათვის? 

კონფერენციის შემდგომი პანელების შესახებ მეტ ინფორმაციას GIP მოგვიანებით გააზიარებს, თვალი ადევნეთ ჩვენს ვებგვერდსა და სოციალური მედიის არხებს!

GIP-ის ყოველწლიური კონფერენცია ორგანიზებულია NED – დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის ფინანსური დახმარებით.

, ,