2025 წლის 14 მაისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში სახელწოდებით: „სტრატეგიული დიალოგის საჯარო სესია: რუსეთისგან მომავალი საფრთხე და მისი აღქმა — გაკვეთილები პოლონეთის, უკრაინისა და საქართველოს მაგალითზე.“ ღონისძიება ორგანიზებული იყო პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს, უკრაინის საელჩოსა და CASE-ის თანამშრომლობით.
ღონისძიების პირველ პანელში, მიწვეულ მომხსენებელთა შორის იყო საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. კორნელი კაკაჩია თემაზე: „რუსული აგრესიის განზომილებები და გაკვეთილები მეზობელი ქვეყნებიდან: სტრატეგიული წარმატებები და წარუმატებლობები.“ კონფერენცია, ასევე, მოიცავდა მეორე პანელს სახელწოდებით: „დეზინფორმაცია რუსეთისა და სხვა აქტორების მხრიდან — სტრატეგიული ინსტრუმენტები, დადებითი და უარყოფითი პრაქტიკები მის წინააღმდეგ ბრძოლაში.“ კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ბ-ნმა არტურ გებალმა (პოლონეთის მისიების ხელმძღვანელი საქართველოში), ბ-ნმა რომან იაკოვენკომ (უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებული საქართველოში) და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ბ-ნმა პაველ ჰერჩინსკიმ.
ღონისძიებამ თავი მოუყარა დიპლომატებს, საელჩოების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, პოლიტიკის ფორმირებაზე პასუხისმგებელ პირებსა და აკადემიკოსებს, რათა გაეზიარებინათ თავიანთი შეხედულებები ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების არქიტექტურაზე. დიკუსია პოკუსირებული იყო რუსეთისგან მომდინარე საფრთხეზე, მის აღქმებზე და იმ გაკვეთილებზე, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა — მათ შორის საქართველომ, უკრაინამ და პოლონეთმა — მიიღეს.