08/11/2024 GIP

GIP-იმ მონაწილეობა მიიღო Wilfried Martens-ის ევროპული კვლევების ცენტრის მიერ გამართულ დისკუსიაში

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ მონაწილეობა მიიღო საჯარო დისკუსიაში „საქართველო და მოლდოვა საარჩევნო ყუთთან: რა გავლენა მოახდინა არჩევნებმა ევროკავშირში ინტეგრაციისა და გაფართოების პროცესზე?“ ღონისძიება ევროპარლამენტის ფინანსური მხარდაჭერით მოაწყო ვილფრიდ მარტენსის ევროპული კვლევების ცენტრმა.

დისკუსიამ განიხილა მოლდოვასა და საქართველოში გადამწყვეტი არჩევნების შედეგების გავლენა, აღნიშნული სახელმწიფოების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე და მათ შიდა დემოკრატიულ-სოციალურ გამოწვევებზე. მოლდოვაში, სადაც რუსეთი აქტიურად ცდილობს პროევროპული ამბიციების დესტაბილიზაციას, საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირში გაწევრიანების რეფერენდუმის შედეგი გადამწყვეტი იქნება ქვეყნის მიმართულების განსაზღვრაში. საქართველოში პოლარიზაცია ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე გაძლიერდა  და მის შემდეგ პოლიტიკური კლიმატი სულ უფრო მტრული ხდება დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. მთავრობის რეპრესიული ნაბიჯები, როგორიცაა კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რომელიც პირდპირ იმეორებს რუსეთის მეთოდებს,  საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, მედიის თავისუფლებას და არჩევნების  მონიტორინგს.

ამ არჩევნების შემდგომმა ღონისძიებამ გამოიკვლია, თუ როგორ იმოქმედებს ორ ქვეყანაში არჩევნების შედეგები მათ ევროპულ მომავალზე, დისკუსია ფოკუსირებული იყო რუსეთის ჩარევის რისკებზე და უფრო ფართო ჭრილში გააანალიზა არჩევნების გავლენა ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიაზე.

 

, , , , , , ,