02/03/2022 GIP

როგორ გამოვაქვეყნოთ სამეცნიერო ნაშრომი? – მასტერკლასი დოქტორანტებისა და მკვლევარებისთვის

Cover photo: RetroSupply @Unsplash.com 

როგორ გამოვაქვეყნოთ სამეცნიერო ნაშრომი? – მასტერკლასი დოქტორანტებისა და მკვლევარებისთვის 2022 წლის 2 აპრილ, თბილისში გაიმართება

აკადემიაში ხშირად ვაწყდებით მეტი და უკეთესი ნაშრომების გამოქვეყნების გამოწვევას. საკუთარი ნაშრომების გამოქვეყნება განსაკუთრებით რთულია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. ხშირია უარი გამომცემლობებისგან და რევიუებიც მეტისმეტად მკაცრია. როგორ გადავლახოთ ეს გამოწვევა?

მასტერკლასი აკადემიური ნაშრომების გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ რჩევებს მოიცავს. ერთ დღიანი სემინარის განმავლობაში, მიიღებთ ინფორმაციას გამოქვეყნების პროცესის სხვადასხვა ეტაპის შესახებ:

  • როგორ დავწეროთ აკადემიური სტატია
  • როგორ შევარჩიოთ სწორი ჟურნალი ტექსტისთვის
  • რა უნდა გავითვალისწინოთ ჟურნალისთვის ტექსტის გაგზავნისას
  • როგორ გავუმკლავდეთ რევიუს პროცესს
  • როგორ გავზარდოთ ნაშრომის კითხვადობა და ციტირების ინდექსი მისი გამოქვეყნების შემდეგ

მასტერკლასი მოიცავს ლექციებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. მასტერკლასს გაუძღვებიან ჰელგე ბლაკისრუდი (ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი) და ნინო ქემოკლიძე (ჩიჩესტერის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი).

გთხოვთ გაითვალისწინოთ: მასტერკლასი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, 2022 წლის 21 მარტამდე მიმართეთ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტს ელ.ფოსტით: [email protected]

გთხოვთ, განაცხადს დაურთოთ:

  • CV (მაქსიმუმ 2 გვერდი)
  • აბსტრაქტი იმ ნაშრომისთვის, რომელზეც მუშაობთ ან გსურთ მუშაობა (250 სიტყვა)

მასტერკლასი გათვალისწინებულია საქართველოს უნივერსიტეტების სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტების დოქტორანტებისა და მკვლევარებისთვის.

მასტერკლასი მესამეა ყველწლიური სერიიდან, რომელიც GEOPATH პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. რამდენიმე კვლევითი წინადადება, შესაძლოა, საერთაშორისო პუბლიკაციის მიზნით დამატებითი მენტორობისათვის შეირჩეს GEOPATH-ში ჩართული მკვლევრების მიერ.

________________________________________________________________________

ჰელგე ბლაკისრუდი ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (NUPI) უფროსი მკვლევარია. მას საერთაშორისო აკადემიური ჟურნალებისათვის გამოქვეყნებისა და რევიუს 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ბლაკისრუდი ასევე მუშაობდა სხვადასხვა სარედაქტორო ბორდების წევრად და არის რამდენიმე ჟურნალის რედაქტორი. შესაბამისად, იგი აკადემიური ნაშრომების გამოქვეყნების პროცესს ორივე მხრიდან იცნობს.

ნინო ქემოკლიძე არის საერთაშორისო  ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი ჩიჩესტერის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). ნინო ასევე ასწავლის კატალონიის ღია უნივერსიტეტში (Universitat Oberta de Catalunya) და არის ჟურნალ Caucasus Survey-ის ასოცირებული რედაქტორი.

, , , , ,