24/02/2020 magda

როგორ გამოვაქვეყნოთ სამეცნიერო ნაშრომი? – ტრენინგი დოქტორანტებისა და ახალგზარდა მკვლევართათვის

2020 წლის 25 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი მასპინძლობს მასტერკლასს „როგორ გამოვაქვეყნოთ სამეცნიერო ნაშრომი?“. მასტერკლასი ორგანიზებულია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტსა (NUPI) და თსუ-თან თანამშრომლობით.

 

მონაწილეები შეხვედრაზე თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც გაივლიან. სამუშაო თემებია:
  • როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია?
  • როგორ შევარჩიოთ სწორად ჟურნალი ჩვენი ნაშრომისთვის?
  • რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სტატიის გაგზავნისას?
  • როგორ გავიაროთ რეცენზირების პროცესი?
  • როგორ გავზარდოთ სტატიის ციტირების პოტენციური რაოდენობა?

ტრენინგი ჩატარდება 10:00-დან 16:00 სთ-მდე და მას გაუძღვება საერთაშორისო ურთიერთობების ნორვეგიული ინსტიტუტის  უფროსი მკვლევარი ჰელგე ბლაკისრუდი, რომელსაც ამ სფეროში მოღვაწეობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს.

მასტერკლასზე დასწრების მსურველებმა 8 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ CV (2 გვ.) და შესრულებული ან დაგეგმილი კვლევის აბსტრაქტი  (250 სიტყვა) ინგლისურ ენაზე, მისამართზე:  [email protected].

ღონისძიება იმართება პროექტ GEOPATH-ის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი და საერთაშორისო ურთიერთობების ნორვეგიული ინსტიტუტი ერთობლივად ახორციელებენ. შესაძლებელია შეირჩეს რამდენიმე პოტენციური აკადემიური ნაშრომი, რომელსაც GEOPATH-ის მკვლევრები გაუწევენ მენტორობას საერთაშორისო ჟურნალში გამოსაქვეყნებლად.

სამუშაო ენა: ინგლისური.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი. 
, ,