ლევან ნატროშვილი

ლევან ნატროშვილს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, საჯარო სამსახურსა და აკადემიურ სექტორში 15 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. როგორც პროგრამების მენეჯერი, იგი ხელმძღვანელობს კარგი მმართველობის სხვადასხვა პროგრამებს, რომლებსაც აფინანსებ(დნ)ენ USAID, SIDA, OSI, NED და სხვა დონორები. ლევანი ასევე ხელმძღვანელობდა სადამკვირვებლო მისიებს საქართველოში ბოლო რვა საერთო არჩევნების დროს. ის არის პოლიტიკურ საკითხებზე OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრი და არჩევნების სერტიფიცირებული დამკვირვებელი. გარდა ამისა, ლევანი არის ავტორი, თანაავტორი და კვლევის ხელმძღვანელი მრავალი პუბლიკაციის, რომელიც დაკავშირებულია კარგ მმართველობასთან, მათ შორის არჩევნებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საჯარო სამსახურთან, ეკონომიკურ ანალიზთან და სახელმწიფო შესყიდვებთან. მას ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე სწავლების 10 წლიანი გამოცდილება აქვს. ლევანი ფლობს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში და არის რამდენიმე აკადემიური სტიპენდიისა და ჯილდოს მიმღები.