მარიამ ახალკაცი

მარიამ ახალკაცი იყო საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის კომუნიკაციების კოორდინატორი 2015-2019 წლებში. მარიამი იყო GIP-ის კონფერენციების, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიებისა და ინსტიტუტის სხვა ღონისძიებების ორგანიზატორი. მარიამი მართავდა GIP-ის სოციალურ პლატფორმებს და აწვდიდა სიახლეებს ინსტიტუტის შესახებ საზოგადოებასა თუ მედიას. სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკასა და მასობრივ კომუნიკაციებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა კინომცოდნეობის მაგისტრის ხარისხი. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში მოსვლამდე, პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების მიღების მიზნით, მარიამი, როგორც შტატგარეშე ჟურნალისტი, წერდა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისათვის (IWPR), სტაჟიორ ჟურნალისტად მუშაობდა რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროსა და რადიო კომერსანტში. მარიამ ახალკაცი ასევე იყო CineDOC-თბილისის (კავკასიაში პირველი დოკუმენტური კინოფესტივალის) პროგრამების განყოფილების მენეჯერი.