მარიამ ბიბილაშვილი

მარიამ ბიბილაშვილი არის ცუკუბას უნივერსიტეტის (იაპონია) ფილოსოფიის დოქტორი სოციალურ მეცნიერებებში. მას ამავე უნივერსიტეტში მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი. ამჟამად, მარიამი კონსულტანტის რანგში, ჩართულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის საქმიანობაში და, ასევე, ეხმარება იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წარმომადგენლობას, საქართველოში იაპონიის კვლევების განვითარებაში. მისი ინტერესები მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობებს, საგარეო პოლიტიკას, მედიაწიგნიერებასა და განათლების პოლიტიკას. მარიამი არის რამდენიმე აკადემიური ნაშრომის ავტორი და მას გამოქვეყნებული აქვს წიგნი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევოლუციის პოსტკოლონიურ თავისებურებებზე.