08/04/2022 keta

შავი ზღვის თანამშრომლობა უფრო ძლიერი უსაფრთხოებისთვის: საქართველო, უკრაინა და აზერბაიჯანი

Project Duration: 2022-04-01 || 2022-10-30

Status: 1

Donor: ევროკავშირი - შავი ზღვის ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (Black Sea Trust for Regional Cooperation)

Partner: Foreign Policy Council “Ukrainian Prism” and Caucasus Policy Analysis Centre (CPAC)

Budget: €37,835

ბოლო პერიოდში განმავლობაში, გეოპოლიტიკურმა დაპირისპირებამ შავი ზღვის რეგიონში კიდევ უფრო ინტენსიური სახე მიიღო. ბოლო რეგიონული ინიციატივები მოიცავს რუსეთის წინადადებას უკრაინის თაობაზე, რომელიც შეიძლება ითარგმნოს, როგორც მოთხოვნა, რომ ოფიციალურად აღიარონ პოსტსაბჭოთა ტერიტორია რუსეთის გავლენის სფეროდ, ან 3+3 ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც გამორიცხავს დასავლურ აქტორებს და მეტ გავლენას სძენს ირანსა და რუსეთს. ეს და სხვა ინიციატივები უზარმაზარ ზეწოლას ახდენენ რეგიონის ქვეყნებზე და უფრო დიდ პოტენციალს აჩენენ ახალი კონფლიქტებისთვის, ისედაც არასტაბილურ რეგიონებში. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო აქტორები, მათ შორის ევროკავშირი, ნატო და აშშ, ცდილობდნენ გამოსავლის პოვნას და ფართომასშტაბიანი კონფლიქტების თავიდან აცილებას, ადგილობრივ აქტორებს აქვთ მზარდი შეშფოთება იმისა, რომ დიდი მოთამაშეების გეოპოლიტიკური ინტერესები შეიძლება იგნორირება გაუკეთოს შავი ზღვის ქვეყნების მისწრაფებებსა და ინტერესებს. ეს პროექტი ცდილობს შეავსოს აღნიშნული ხარვეზი და ახსნას თუ როგორ აღიქვამენ შავი ზღვის ქვეყნების პოლიტიკური ელიტები ახალ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს და უსაფრთხოების გარემოს სწრაფად გაუარესების შესაძლებლობას შავი ზღვის ტერიტორიაზე. 

პროექტი “შავი ზღვის თანამშრომლობა უფრო ძლიერი უსაფრთხოებისთვის: საქართველო, უკრაინა და აზერბაიჯანი”  სამ ფართო ურთიერთდაკავშირებულ მიზანს ისახავს:

  • პირველი, პროექტი საერთაშორისო აქტორებს, მათ შორის პოლიტიკის ანალიტიკოსებს, პოლიტიკოსებს და ექსპერტთა საზოგადოებებს ევროკავშირში, ნატოსა და აშშ-ში, მიაწვდის მნიშვნელოვან ანალიტიკურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორი პასუხია მოსალოდნელი სამი ქვეყნისგან, რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე.
  • მეორე, პროექტის შედეგები ასევე დაეხმარება ანალიტიკოსებსა და პოლიტიკის პრაქტიკოსებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და უკრაინაში, უკეთ გაიგონ ერთმანეთის საზრუნავი და იპოვონ პოტენციური სინერგიის სფეროები, მათი რეგიონული თანამშრომლობისა და რეგიონში მშვიდობის დამყარების საერთო ძალისხმევის გასაუმჯობესებლად.
  • მესამე, პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებრივ და არასახელმწიფოებრივ აქტორებს, განსაკუთრებით ექსპერტთა საზოგადოებებსა, და სახელმწიფო ორგანოებს შორის დიალოგის პროცესის გაუმჯობესებას, რისი ნაკლებობაც აშკარად შესამჩნევია შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოებში. 

პროექტის აქტივობები:

  • ერთობლივი პოლიტიკის ნარკვევი რუსეთის როლის შესახებ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემოში 
  • მრგვალი მაგიდის დისკუსიები უსაფრთხოების გამოწვევებისა და აღნიშნულ გამოწვევებზე საპასუხოდ გადასადგმელი შესაძლო ნაბიჯების შესახებ კონკრეტული სახელმწიფოების კონტექსტში; 
  • პოლიტიკის მემორანდუმების სერია საქართველოში, უკრაინასა და აზერბაიჯანში უსაფრთხოების გამოწვევების გასაანალიზებლად; 
  • პოლიტიკის ნარკვევის პრეზენტაცია: მოსაზრებები საქართველოდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან – შავი ზღვის ფართო უსაფრთხოება უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე