პროექტის ხანგრძლივობა: 2016-05-01 || 2016-10-01
სტატუსი: 0
დონორი: ლიტვის საელჩო
ბიუჯეტი: 4,900 EUR
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და საარჩევნო ცოდნის გაღრმავებას მოახლოებული არჩევნების ფონზე. ლიტვის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მართავს ტრენინგებს ქვემო ქართლსა (ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობით ფართო დასახლებული ტერიტორიაზე) და შიდა ქართლში, შემდეგ თემებზე:
- აქტიური მოქალაქეობა
- არჩევნების მონიტორინგი
- ცვლილებები სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ძალთაბალანში უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ
აღნიშნული ტრენინგი წაახალისებს ახალგაზრდებს თავადაც მიიღონ მონაწილეობა არჩევნების მონიტორინგში. ტრენინგების დასრულების შემდეგ კი, მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ელექტრონული ტესტიც, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეამოწმოს საკუთარი ცოდნა და მიიღოს მეტი ინფორმაცია ტრენინგზე წარმოდგენილი თემების ირგვლივ და ამასთან, მოიგოს პრიზები.