Project Duration: ||
Status: 0
Donor:
Partner:
Budget: 89.278 USD
შემოთავაზებული პროექტი ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური კულტურის გაძლიერების ინსტრუმენტების, მეთოდებისა და მისი კომპონენტების შესახებ, როგორიცაა საპირისპირო პოლიტიკური რწმენის შემწყნარებლობა, კომპრომისის სურვილი, ღიაობა კრიტიკისთვის, კონსტრუქციული მონაწილეობა საკითხებზე დაფუძნებულ დებატებში და სტაბილური საარჩევნო პროცესების მნიშვნელობის აღიარება პოლიტიკურ პარტიებს შორის. შემოთავაზებული ინიციატივა მიმართული იქნება პარტიის ახალგაზრდა წევრებსა და ქალ პოლიტიკოსებზე, აამაღლებს მათ ცნობიერებას, მოტივაციასა და ვალდებულებას გააუმჯობესონ პოლიტიკური კულტურა თავიანთ პარტიებსა და ქვეყანაში.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური კულტურის პოპულარიზაციას:
– პარტიის ახალგაზრდა წევრების ჩართულობა გაზრდის მათ ცნობიერების ეთიკური კამპანიის, კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკისა და ამომრჩევლებთან ეფექტური კომუნიკაციის შესახებ, რათა გამოავლინონ და ჩამოაყალიბონ პოლიტიკის საკითხები, რომლებიც ასახავს მათი ამომრჩევლების საჭიროებებს.
– პოლიტიკურ პარტიებში შიდა საკითხებზე დაფუძნებული დისკუსიების ხელშეწყობა;
– სტრატეგიულად მნიშვნელოვან პოლიტიკის საკითხებზე პარტიათაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს პარტიული პოზიციების იდენტიფიცირებას პოლიტიკის გარკვეულ სფეროებში და გააძლიერებს ქართული პარტიების იდეოლოგიურ იდენტობას.
– პროექტის შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე, მომზადდება რეკომენდაციები და არსებული მდგომარეობის შეფასებითი ანგარიში, რომელიც გადაეცემა პოლიტიკურ პარტიებთან მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებს.