26/10/2016 magda

ევროკავშირის არმია: აშშ-ს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, თუ წევრების შეკავების ერთადერთი გზა

გამოქვეყნების თარიღი:
26-10-2016
მარიამ გრიგალაშვილი
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
კომენტარი / 2016 წლის ოქტომბერი

ბოლო პერიოდში ევროკავშირის არმიაზე საუბარი წევრი ქვეყნების პოლიტიკურ წრეებში განუწყვეტლივ მიმდინარეობს. თუმცა, მთელი რიგი მიზეზების გამო, იდეას არც ისე ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მიზეზთა, შორის ყოველთვის არგუმენტირებულად სახელდება ნატოს არსებობა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას ისედაც ფარავს. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით კი გაერთიანებიდან დიდი ბრიტანეთის გასვლამ, საკუთარი პრიორიტეტების გადახედვისკენ უბიძგა ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებს. იდეა, ერთიანი უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე წამოყენებულ იქნა საფრანგეთისა და გერმანიის მიერ ბრატისლავაში EU27-ის შეხვედრაზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცის განმარტებით პარადოქსულია, მაგრამ ევროკავშირის საკვანძო წევრის დაკარგვამ, კიდევ ერთხელ დაანახა წევრ-სახელმწიფოებს უფრო მეტი ინტეგრაციის საჭიროება.

, , , ,