01/03/2021 GIP

აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამთავრობო სტრუქტურები თბილისში: ძალაუფლება და ლეგიტიმაცია დევნილობაში

Authors


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
01-03-2021
კვლევითი ნაშრომი, თებერვალი  2021 / #12

წინამდებარე კვლევის მიზანია, ნათელი მოჰფინოს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი სახელისუფლებო სტრუქტურების შექმნისა და შენარჩუნების საკითხს. ამ მიზნით, კვლევა სიღრმისეულად შეისწავლის დევნილობაში მოქმედი სახელისუფლებო ორგანოების (აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია) ისტორიას, სტრუქტურასა და ფუნქციებს.ავტორი ასკვნის, რომ დევნილი სამთავრობო ორგანოების შექმნისას/შენარჩუნებისას, თბილისი, ძირითადად, პოლიტიკური და სამართლებრივი ლეგიტიმურობის არგუმენტით ხელმძღვანელობდა, და მათ ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის აზრის გამომხატველ ერთადერთ კანონიერ ორგანოდ მიიჩნევდა. ავტორი განიხილავს აფხაზეთიდან დევნილი სტრუქტურების მმართველობითი ფუნქციების მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებასაც და მას ორ განსხვავებულ ფაზად ჰყოფს. აქედან პირველი – 1992/93-2004 წლები – დევნილი ორგანოებისადმი ძალაუფლების მაქსიმალური დელეგირებით, ხოლო მეორე – 2004-2012 წლები – ამ უფლებამოსილებების ცენტრალურ ხელისუფლებაში კონცენტრაციით ხასიათდებოდა. ავტორი, ასევე, მიმოიხილავს დევნილი სამთავრობო ორგანოების დღევანდელობას და ასკვნის, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან მესამე ათწლეულში თბილისს პირველად არ გააჩნია საკვლევი საკითხის თაობაზე მკაფიო მიდგომა.

, , , , ,