01/07/2016 GIP

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, ინტერმარიუმი და თურქეთის საგარეო პოლიტიკა

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2016-07-01 05:07:25

“სურვილს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიები რუსული გავლენის ქვეშ უნდა იყვნენ, რუსეთის პოლიტიკური ელიტა ღიად და დაუფარავად აფიქსირებს, რასაც შავი ზღვისპირა რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი, თურქეთი, როგორც ჩანს, გულგრილი არ ხვდება. მიუხედავად ბოლო დღეებში თურქეთის პრეზიდენტის შემრიგებლური ტონისა, მოსკოვის მიერ უკრაინაზე თავდასხმა და ყირიმის ანექსია თურქეთს მეტად ააქტიურებს აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში. ამას სირიაში მიმდინარე მოვლენებიც ემატება, რამაც რუსულ-თურქული ურთიერთობების დინამიკა შეცვალა და ორ სახელმწიფოს შორის არსებული დაძაბულობის გამო რეგიონალური ესკალაციის შესაძლებლობა შექმნა. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს რეგიონალური სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს უსაფრთხოებაზეც.”

, , , , , ,