04/12/2022 GIP

WECHANGE-ის ყოველწლიური კონფერენცია სახელწოდებით „დიალოგი მომავლისთვის 2022″

28-29 ნოემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის სახელით, GIP-ის წარმომადგენელმა, სალომე კანდელაკმა მონაწილეობა მიიღო WECHANGE-ის ყოველწლიურ კონფერენციაში სახელწოდებით „დიალოგი მომავლისთვის 2022“ თემაზე: „მდგრადი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა და დემოკრატიის დაცვა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში“. კონფერენცია გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ქალაქ ბერლინში გაიმართა. სალომე კანდელაკი იყო პანელის ერთ-ერთი მომხსენებელი თემაზე „მწვავე დეზინფორმაციის, საზოგადოების პოლარიზაციისა და მავნე რადიკალიზაციის წინააღმდეგ მდგრადობის განვითარება“.

წელს ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების ასზე მეტმა წარმომადგენელმა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვაიმარის სამკუთხედის (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი) წევრი ქვეყნებიდან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა განიხილეს მიმდინარე გამოწვევები და, ასევე, მიდგომები თუ როგორ უნდა გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება კრიზისის მართვის, კომუნიკაციისა და IT უსაფრთხოების სფეროებში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დემოკრატიული ღირებულებების გაზიარებაზე, თავისუფალ მედიაზე და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე. კონფერენციაზე ექსპერტებმა ისაუბრეს, ასევე, გლობალური უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, კერძოდ, თუ რა გავლენას ახდენს ლიბერალურ დემოკრატიასა და გლობალურ უსაფრთხოების წესრიგზე უკრაინაში მიმდინარე ომი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებული კრიზისები. 

, , , , , , , , , , ,