Author

21/06/2021 თეონა ზურაბაშვილი

პარტიული იდენტობა, როგორც ,,განაყოფი“ პარტიების ელექტორალური წარმატების საფუძველი

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
21-06-2021

მემორანდუმში განხილული სხვა ,,განაყოფი“ პარტიების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი ელექტორალური წარმატებისთვის საჭიროა, ,,განაყოფმა“ პარტიამ დამოუკიდებელი პარტიული იდენტობა ადრეულ ეტაპზე ჩამოაყალიბოს და ამ იდენტობის მის მთავარ პოლიტიკურ მიზანთან სინქრონიზაცია მოახდინოს. იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გახარიას ,,განაყოფი“ პარტიის შექმნის მიზანი, ბიძინა ივანიშვილის გეგმის მიხედვით დიდი ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური ავანსცენიდან გაყვანა და მათ ალტერნატიულ ძალად ჩამოყალიბებაა, მოცემული ვითარება ამ გეგმის სასარგებლოდ არ მეტყველებს.ისეთი ფაქტორების კომბინაციამ, როგორიცაა პოლიტიკური მემკვიდრეობა, ლიდერის იმიჯი და მეინსტრიმული პარტიული პოზიციები, ნაკლებად სავარაუდოა, ქართველი ოპოზიციური ამომრჩევლის ტრადიციულ არჩევანში რევოლუციური გარდატეხა შეიტანოს. იმ შემთხვევაში, თუ პარტია ,,საქართველოსთვის“ მიზანს ერთ-ერთ სერიოზულ ოპოზიციურ ძალად პოზიციონირება წარმოადგენს, ამისთვის საჭიროა, პარტიამ, კონკრეტულ, პრობლემურ საკითხებზე აპელირების მეშვეობით რაც შეიძლება, მალე გამიჯნოს საკუთარი თავი ,,ქართული ოცნებისგან”. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში ძალიან მცირეა ისეთი ,,განაყოფი” პარტიების რაოდენობა, რომელთა გამოცდილებაზე დაყრდნობითაც, ქვეყანაში ასეთი ტიპის პარტიების ელექტორალური პერსპექტივის განმსაზღვრელი ფაქტორების შესახებ საუბარი მტკიცებით ფორმაშია შესაძლებელი. დრო გვაჩვენებს, დამოუკიდებელი პარტიული იდენტობის გარდა, კიდევ რა გარემოებებმა შეიძლება იმოქმედოს პარტია ,,საქართველოსთვის” სამომავლო წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე.

, , , ,