2016-11-30 04:55:03
თინათინ ვახანია
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
კვლევითი დოკუმენტი/2016 წლის ნოემბერი
მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე ენერგოპოლიტიკა უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია სახელმწიფოთა დღის წესრიგში. ბოლო წლებში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ქვაკუთხედად ენერგოუსაფრთხოების კონცეფცია[i] იქცა, რაც ძირითადად ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიცირებასა და ერთ მომწოდებელზე დამოკიდებულების შემცირებას გულისხმობს. 2006 და 2009 წლების ზამთარში, ევროკავშირის აღმოსავლეთის წევრ ქვეყნებში მცხოვრებ მოქალაქეებს დიდი დარტყმა მიაყენა რუსეთის მხრიდან უკრაინისათვის გაზის დროებითმა შეწყვეტამ. ევროპელები თვლიან, რომ სწორედ ამ მოვლენამ დააჩქარა ევროპის საერთო ენერგოპოლიტიკის შექმნის საჭიროება.[ii] ამ პროცესებში კი მნიშვნელოვანი ადგილი სამხრეთ კავკასიის რეგიონს უკავია, მათ შორის საქართველოს, რადგან იგი წარმოადგენს სატრანზიტო დერეფანს, რომელიც კასპიის ზღვის რეგიონის ენერგორესურსების ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირებას ახდენს.
[i] European Comission, European Energy Security Strategy, 2014, ხელმისაწვდომია: https://ec.europa.eu/energy/sites/ener/files/publication/European_Energy_Security_Strategy_en.pdf ნანახია: 25.11.2016
[ii] INVESTOPEDIA, Ashton Gary, How the Russia-Ukraine Gas Dispute Affects the EU, 2015, ხელმისაწვდომია: http://www.investopedia.com/articles/investing/031215/how-russiaukraine-gas-dispute-affects-eu.asp ნანახია: 24.11.2016