04/12/2023 GIP

პროექტი ახალგაზრდა მკვლევარებისთვის ”გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი სამხრეთ კავკასიაში” დასრულდა

ახალგაზრდა მკვლევართა სამწლიანი პროგრამა “გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი სამხრეთ კავკასიაში” ახლახან, თბილისში გამართული ორდღიანი ვორკშოპით დასრულდა. სამუშაო შეხვედრები საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებითა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონის (HBF) მხარდაჭერით ჩატარდა. სამუშაო შეხვედრებმა პროექტში მონაწილე ახალგაზრდა მკვლევარები შეკრიბა რეგიონიდან. ორდღიანი პროგრამა სხვადასხვა თემატურ დისკუსიასა და მაღალი დონის ოფიციალურ შეხვედრებს მოიცავდა. 

პირველი სამუშაო დღე თბილისში მისასალმებელი შეხვედრით დაიწყო, რის შემდეგაც პროექტის გუნდმა და მონაწილეებმა ერთობლივად იმსჯელეს მთავარ თემაზე: “სამხრეთ კავკასიის ახალი გეოპოლიტიკა ინტეგრაციასა და დანაწევრებას შორის”. გახსნითი სესიის შემდეგ პროექტის მონაწილეები საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ესტუმრნენ. ახალგაზრდა მკვლევარები პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პოლიტიკის შემქმნელ სხვა პირებსაც შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრების მეორე დღე საჯარო დისკუსიით გაიხსნა, სახელწოდებით „ახალი გეოპოლიტიკური რეალობების გადახედვა სამხრეთ კავკასიაში“. პროექტის კურსდამთავრებულებმა საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან აუდიტორიას გაუზიარეს თავიანთი კვლევის შედეგები. მათ, ასევე, განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები. ახალგაზრდა მკვლევარებმა დამსწრე საზოგადოებას ახალი ინიციატივები შესთავაზეს. საჯარო დისკუსიის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, რენატა სკარჯუტე-კერესელიძემ პროექტის მონაწილეებისთვის იდეათა გენერირების შეხვედრა წარმართა, სადაც მათ სამხრეთ კავკასიის თინქ თენქების ერთობლივი ფორუმის გამართვის პერსპექტივებზე ისაუბრეს..

პროექტ გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი სამხრეთ კავკასიაში მიზანი იყო რეგიონში კვლევის ხარისხის გაზრდა და გეოპოლიტიკური ცვლილებების გარშემო დებატების გაძლიერება, როგორც ექსპერტულ წრეებში, ისე ახალგაზრდა პროფესიონალებსა და პოლიტიკოსებში. პროექტი მიზნად ისახავდა, ასევე, ინფორმირებული პოლიტიკის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, აღნიშნულ რეგიონში ევროკავშირის გავლენის გაძლიერების მოტივით.

2023 წელს პროექტისთვის 6 ახალგაზრდა მკვლევარი შეირჩა საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. მათ პროფესიონალი ექსპერტების მეთვალყურეობის ქვეშ ჩაატარეს კვლევები სამხრეთ კავკასიის  სამ ქვეყანაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე, რის შემდეგაც პროექტის მონაწილეებმა პოლიტიკის დოკუმენტები შეიმუშავეს. აღნიშნული დოკუმენტები საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ფართო აუდიტორიისთვის გამოაქვეყნა. 

სომხეთი: ალიონა იანისი, შუშნან აბრამიანი;

აზერბაიჯანი: როვსან მამადლი, შუჯათ აჰმადზადა;

საქართველო: ანასტასია მგალობლიშვილი, გიორგი ჯანგიანი.

პროექტი ”გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი სამხრეთ კავკასიაში” განხორციელდა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.

გთხოვთ იხილოთ თბილისში გამართული ღონისძიებების ფოტო გალერეა 👇 

, , , , , , , ,