31/03/2018 magda

ევროკავშირთან თანამშრომლობა გარდამავალ პერიოდში: სტრატეგია საქართველოსთვის

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
31-03-2018
ბიძინა ლებანიძე
ელენე ფანჩულიძე 

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი აგრძელებს ღია კარის პოლიტიკას დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებისთვის, დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ევროგაერთიანება განიცდის პოლიტიკური ნების ნაკლებობას,  რათა მსგავსი პირობა მისცეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე სახელმწიფოებს. ამ მხრივ, ევროკავშირისთვის გამოწვევას წარმოადგენს თანამშრომლობის მექანიზმების განვითარება იმ სახელმწიფოებთან, რომლებსაც უახლოს მომავალში ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა არ გააჩნიათ. საქართველოსთვის კი, უმთავრესი გამოწვევა რეფორმების პროცესის დინამიკის შენარჩუნებაა ევროკავშირთან თანამშრომლობის „გარდამავალი პერიოდის“ პირობებში. გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებული გაურკვევლობით იზრდება ევროინტეგრაციის პროცესზე უარყოფითი შედეგების რისკი, რამაც  შესაძლოა გამოხატულება ჰპოვოს საქართველოში დემოკრატიზაციის შესუსტებასა და ანტი დასავლური ნარატივების გაძლიერებაში, ამასთან შესაძლოა შეასუსტოს ევროკავშირის გავლენა სამეზობლოში. წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით, ევროპული და ქართული პერსპექტივების დაახლოება. პოლიტიკის დოკუმენტი გამოყოფს ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ინტერესებს, განიხილავს არაწევრი სახელმწიფოების ევროკავშირში ინტეგრაციის საუკეთესო გამოცდილებას და აღწერს პრობლემის გადაჭრის ორივე მხარისთვის მისაღებ გზებს. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი აქცენტს საქართველოზე აკეთებს, კვლევის მიგნებები შესაძლოა მიესადაგოს, როგორც უკრაინასა და მოლდოვას, ისე ევროკავშირის სამეზობლოს სხვა სახელმწიფოებს, რომელთაც ახლო მომავალში ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა არ აქვთ.

, , , , , , , ,